სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდივინ აჩუქა ავტომობილი ლიზი ქონიაძეს და აკმაყოფილებს თუ არა მის მაღალ სტანდარტებს...

ვინ აჩუქა ავტომობილი ლიზი ქონიაძეს და აკმაყოფილებს თუ არა მის მაღალ სტანდარტებს შეყვარებული

„პრაიმჰაუსელი“ ლიზი ქონიაძე შეყვარებულია. როგორია მისი იდუმალებით მოცული შეყვარებული და რამდენად აკმაყოფილებს ის ლიზის მაღალ სტანდარტებს, ამას მისგან შევიტყობთ.

ლიზი ქონიაძე: ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან უჩვეულოა, რადგან პირველად შემიყვარდა, თან ძალიან ვარ შეყვარებული. სოციალურ ქსელში ამაზე საუბარი არ მიყვარს, თუმცა „ვალენტინობას“ მეც მომინდა ლამაზი ვიდეო გამეზიარებინა ჩემი აუდიტორიისათვის ჩემს შეყვარებულთან ერთად და მხოლოდ ერთი საყვარელი ვიდეო გამოვაქვეყნე.

– რამდენი ხანია, ერთად ხართ?

– უკვე რამდენიმე თვეა, შეყვარებულები ვართ. წლებია, ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ ბოლო დროს დავახლოვდით. სულ სხვანაირად შევხედე ბოლო პერიოდში და ერთმანეთი შეგვიყვარდა. ჩვენ სამეგობრომ დაგვაახლოვა, მეგობრებისგან გავიცანი. შევამჩნიე, რომ მას აქვს ყველა ის თვისება, რომელიც ჩემთვის მამაკაცში ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან სერიოზული, ღირსეული და მამაკაცურია. ის არის ჩემთვის ნამდვილი მამაკაცი. ასეთი სიმპათია მამაკაცის მიმართ პირველად გამიჩნდა და მივხვდი, რომ დროა შანსი მიმეცა ადამიანისთვის, რომელიც მომწონდა. ეს – დასაწყისში, ახლა უკვე ძალიან მიყვარს. მას არ უყვარს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა, საჯაროობა, ამით ჩემგან ძალიან განსხვავდება. მე სოციალურად ძალიან აქტიური ვარ და ნელ-ნელა ამასაც ეგუება. რა ქნას, ასეთი შეყვარებული ჰყავს (იცინის).

– ალბათ, ამ ერთმა ვიდეომ დიდი ინტერესი გამოიწვია…

– კი, კი, ყველა მეკითხება, ვინ არის, რა ჰქვია? გვაჩვენე, როგორია და ასე შემდეგ (იცინის). არადა, ჩემს შეყვარებულს საერთოდ არ უყვარს სოციალური ქსელები და არც ფოტოების გადაღება. თუმცა, მე რომ ვუღებ, უარს არ მეუბნება (იცინის). მოვა დრო, როცა მის ფოტოებსაც გამოვაქვეყნებ და ვიდეოებსაც, მაგრამ ჯერჯერობით მირჩევნია, ცოტა შეფარულად განახვოთ (იცინის). ჩემთვის ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს ადამიანი ჩემი გემოვნებისაა, ჩემი ტიპაჟია, ყველა ის დადებითი თვისება აქვს, რაც მამაკაცში მომწონს. ძალიან ერთგულია. დანარჩენს თვითონაც ნახავთ, როცა გამოჩნდება, როცა სოციალურ ქსელებს თვითონაც შეეჩვევა (იცინის).

– ამბობდი, რომ ბიჭებთან მიმართებაში ძალიან მაღალი სტანდარტები გქონდა. ესე იგი, მათ აკმაყოფილებს.

– სტანდარტებში, ძირითადად, ვგულისხმობდი, რომ ჩემი გემოვნების, ძალიან ერთგული, მამაკაცური და ყურადღებიანი უნდა ყოფილიყო. ის ყველაფერს აკმაყოფილებს. ძალიან დადებითი ადამიანია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემს მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

– როგორ გამოხატავს ყურადღებას?

– ყველანაირად, ყველაფრით მაგრძნობინებს, რომ ვუყვარვარ და ყველაფერი ძალიან კარგად გამოსდის. ამიტომაცაა, რომ მეც ძალიან შემიყვარდა და ახლა ჩვენი სიყვარულით ვტკბებით. ჩემთვის ასეთი ურთიერთობა სიახლეა და მომწონს შეყვარებული ჩემი თავი. სხვანაირად დავინახე საკუთარი თავი, უფრო ფემინური გავხდი, შეყვარებული ქალი მაინც სულ სხვანაირია. როცა შენს ცხოვრებაში უკვე სხვა ადამიანიც ჩნდება, ბევრი რამ იცვლება, მხოლოდ შენ აღარ ხარ, საყვარელი ადამიანი გყავს და მასზეც ზრუნავ. ეს ჩემთვის უცხო, მაგრამ სასიამოვნოა.

– პირველს რომელს შეგიყვარდათ?

– ერთდროულად შეგვიყვარდა და პირველმა მან მითხრა. ჩემთვის ძალიან უცხო იყო ეს თემა და თავიდან ვერ ვეგუებოდი იმ აზრს, რომ მართლა შემიყვარდა. თურმე, როცა გრძნობა გაქვს, გინდა, გამოხატო და აგრძნობინო საყვარელ ადამიანს.

– შენს ძალიან ბევრ თაყვანისმცემელზე არ ეჭვიანობს?

– არა, სხვათა შორის, საერთოდ არ ეჭვიანობს (იცინის). თაყვანისმცემლები არასდროს მაწუხებდნენ და არც ახლა მაწუხებენ, თუმცა, თვითონაც არ არის ეჭვიანი. ძალიან ჯანსაღი და არატოქსიკური ურთიერთობა გვაქვს, არც მე არ ვარ ეჭვიანი.

– მოსწონს, შენ რომ მუდმივად ყურადღების ცენტრში ხარ?

– არ ვიცი, რამდენად მოსწონს, მაგრამ ნამდვილად არ აწუხებს. ერთმანეთი ისეთები შეგვიყვარდა, როგორებიც ვართ. ეს ჩემი საქმიანობაა, რომელიც ძალიან მიყვარს. სოცქსელები ბავშვობიდან მაქვს, ფოტოების გადაღებაც ძალიან მიყვარს და სხვათა შორის, ზოგჯერ თვითონაც მიღებს. უკვე ვასწავლე, როგორ უნდა გადამიღოს (იცინის).

– რას ამბობენ შენი მეგობრები, შეგცვალა სიყვარულმა?

– სხვათა შორის, კი. პირველ რიგში, ძალიან უკვირთ. ყველამ ერთი და იგივე თქვა: ვაიმე, ძლივს შენც შეგიყვარდა, ძალიან მაგარიაო (იცინის). შეყვარებული ქალი მაინც სხვანაირია, გალაღებული და სიყვარულით სავსე, შეიძლება, მეც უფრო მეტად ასეთი გავხდი, თუმცა, მე თვითონ ჩემში რადიკალურ ცვლილებებს ვერ ვხედავ.

– გარეგნობას ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდი, მაგრამ ახლა, ალბათ, ორმაგად ცდილობ, კარგად გამოიყურებოდე.

– ბავშვობიდან ძალიან პრანჭია ვიყავი. მიყვარდა ხატვა და სახეზეც ვიხატავდი, ლაინერის წასმას ვსწავლობდი და ასე შემდეგ (იცინის). ყოველთვის ვვარჯიშობდი, ვცეკვავდი, რადგან ფორმაში ყოფნა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ვიზუალი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ვცდილობ, ყოველთვის კარგად გამოვიყურებოდე. ახლა – მით უმეტეს, სულ ვიპრანჭები, ეს ჩემი ჰობია. ყოველთვის მოწესრიგებული უნდა ვიყო. საკუთარ თავზე ზრუნვა და ამისთვის დიდი დროის დათმობა ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა. ჩემი შინაგანი მოთხოვნილებაა, სულ ვიპრანჭებოდე და ლამაზად გამოვიყურებოდე (იცინის).

– ცოტა ხნის წინ, მანქანა გაჩუქეს, ამ სიურპრიზზეც მომიყევი.

– ეს ერთობლივი საჩუქარი იყო, სიურპრიზი, რომელიც საკუთარ თავს გავუკეთე ჩემს ოჯახთან ერთად (იცინის). ძალიან მინდოდა, საჭესთან ვმჯდარიყავი და შევისრულე ეს სურვილი (იცინის). სხვათა შორის, ძალიან კარგი მძღოლი აღმოვჩნდი. ისე ადვილად ავითვისე ყველაფერი, თვითონაც გამიკვირდა. თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა, გამოცდები პირველივე ცდაზე ჩავაბარე და ახლაც იდეალურად ვატარებ. ჩემი მეგობრები არ ნერვიულობენ, როცა ჩემ გვერდით სხედან (იცინის). წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
„მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“-ზაზა ლომინაძე

„მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“-ზაზა ლომინაძე

ნოემბერი 26, 2024
ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ნოემბერი 26, 2024
კრახუნა, აღწერა და ისტორია – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია

კრახუნა, აღწერა და ისტორია – ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

26 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი