პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებააფხაზეთში ქართველ „ტროლებს“ ეძებენ - რა იპოვეს და რას წერენ „ტელეგრამარხზე“?

აფხაზეთში ქართველ „ტროლებს“ ეძებენ – რა იპოვეს და რას წერენ „ტელეგრამარხზე“?

ერთ-ერთი აფხა­ზუ­რი “ტე­ლეგ­რა­მარ­ხი” წერს, რომ მუ­შა­ო­ბენ ქარ­თვე­ლი ტრო­ლე­ბის “გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა­ზე“, რომ­ლე­ბიც პრო­ქარ­თულ პრო­პა­გან­დას ეწე­ვი­ან.

“ტე­ლეგ­რა­მარ­ხი” “ОКНО” კი ნა­ხევ­რად გმი­რუ­ლი ტო­ნით წერს, რო­გორ აღ­მო­ა­ჩი­ნა ადა­მი­ა­ნი, ვინც “ტე­ლეგ­რამ­სა” და სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ჯგუ­ფებ­ში აფხა­ზებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის და­დე­ბით მხა­რე­ებ­ზე უყ­ვე­ბო­და. ასე­ვე, კონ­კრე­ტულ არ­ხებ­ში გა­მო­ირ­ჩე­ო­და აგ­რე­სი­ით. მა­თი­ვე ვა­რა­უ­დით, აფხა­ზუ­რი ტელგრამ არხ Арма-life-ის უკან, შე­საძ­ლოა “არაწ­მინ­და“ ზრახ­ვე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი დგა­ნან.

ეს “აღ­მო­ჩე­ნე­ბი“, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­დეს ისე, თით­ქოს უცხო­უ­რი გავ­ლე­ნე­ბის აგენ­ტე­ბის კა­ნონ-პრო­ექ­ტი მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ებს და­ა­რე­გუ­ლი­რებს. მოკ­ლედ, გიყ­ვე­ბით აფხა­ზე­ბის “სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ზე“, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში და “გუ­გლის“ დახ­მა­რე­ბით ჩა­ტარ­და.

“ჩვენ უკვე ვწერ­დით, რომ ანო­ნი­მუ­რი არ­ხე­ბი ყვე­ლა­ზე ბინ­ძურ საქ­მეს აკე­თე­ბენ, ისეთს, რა­საც ვერ შეძ­ლე­ბენ პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ანო­ნი­მურ არ­ხებ­ში საქ­მე კონ­კრე­ტუ­ლად ნა­წილ­დე­ბა გუნ­დის წევ­რებ­ზე: ვი­ღაც ფსევ­დო-კრი­ტი­კულ სტა­ტი­ებს წერს; ვი­ღაც კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რებს ტრო­ლავს. ხში­რად ეს ტრო­ლე­ბი შე­უ­რა­ცხყო­ფა­სა და ლან­ძღვა­ზე გა­და­დი­ან. მათი მი­ზა­ნია – ნე­ბის­მი­ერ ადეკ­ვა­ტურ ადა­მი­ანს აი­ძუ­ლონ სა­უბ­რი­დან ან გან­ხილ­ვი­დან გან­დევ­ნა.

ჩვენ ერთხელ უკვე ვამ­ხი­ლეთ ტრო­ლი Inna (ინნა არ­შბა, აფხა­ზუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბა აქვს, ცხოვ­რობს ევ­რო­პა­ში). მას ცალ­კე მა­სა­ლა მი­ვუ­ძღვე­ნით, ჩვე­ნი მხი­ლე­ბის შემ­დეგ, მისი აქ­ტი­უ­რო­ბა საგ­რძნობ­ლად შემ­ცირ­და – ტრო­ლი, პრაქ­ტი­კუ­ლად, აღარ აკო­მენ­ტა­რებს თა­ვის ფსევ­დო სა­ხე­ლით. ეს­ტა­ფე­ტა კი სხვა ტრო­ლებ­მა გა­და­ი­ბა­რეს. დღეს მო­გიყ­ვე­ბით Амра-life-ის კი­დევ ერთ აქ­ტი­ურ პერ­სო­ნაჟ­ზე, სა­ხე­ლით “пус“”, – წერს “ОКНО”.

Арма-life – ეს არის 4110-გა­მომ­წე­რი­ა­ნი არხი, რო­მელ­საც აღ­წე­რა­ში უწე­რია: “აფხა­ზე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი არხი“. ОКНО-ს კი ეჭვი აქვს, რომ არ­ხის უკან, შე­საძ­ლოა, ქარ­თვე­ლე­ბი ან პრო­ქარ­თვე­ლე­ბი იდ­გნენ.

“სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ უნდა ვე­ხე­ბო­დეთ სა­ერ­თოდ ამ ბინ­ძურ თე­მებს? იმი­ტომ, რომ Амра-life აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არა­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, ვი­გებთ, ვინ დგას ამ სა­ნაგ­ვე-არ­ხის უკან.

მოკ­ლედ, ჩვენ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზეთ არ­ხის უკა­ნას­კნე­ლი 100 პოს­ტი და ტრო­ლი “პუ­სის“ აქ­ტი­უ­რო­ბა. ამით გა­ვი­გეთ მისი ქცე­ვის ალ­გო­რით­მი, რაზე რო­გორ რე­ა­გი­რებს და სა­ბო­ლო­ოდ, გა­ვერ­კვი­ეთ რა ამო­ცა­ნე­ბია მის წი­ნა­შე. კო­მენ­ტა­რე­ბის შუ­ა­ლე­დი – 2024 წლის თე­ბერ­ვლი­დან 2024 წლის 29 თე­ბერ­ვლამ­დეა. ჩვენ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზეთ არ­ხის 100 პოს­ტი, სა­ი­და­ნაც 27 არის “ფე­ი­კი“ – სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე (არა­სამ­თავ­რო­ბო­ებ­ზე, აქ­ტი­ვის­ტებ­ზე, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე და ა.შ.).

  ინფექციონისტის გაფრთხილება მშობლებს

ტროლ “პუსს“ მოქ­ცე­ვის ორი “ტრი­გე­რი“ აქვს – პოს­ტი უნდა ეძღვნე­ბო­დეს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დე­ო­ბას ან პოსტზე უნდა იყოს კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას იცავს და პოს­ტის მო­საზ­რე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. რას აკე­თებს “პუს“-ი ასეთ დროს? მისი მი­მარ­თუ­ლე­ბაა – კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რებ­ზე აგ­რე­სი­უ­ლი შე­ტე­ვა, შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბის მი­ყე­ნე­ბა, ხში­რად ლან­ძღვა.

ჩვენ შევ­ძე­ლით იმის დამ­ტკი­ცე­ბა, რომ “პუს“ Амра-life-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია. ამის­თვის ჩვენ შევ­ქმე­ნით “პუ­სის“ კლო­ნი, ანუ გა­ვა­კე­თეთ ან­გა­რი­ში იგი­ვე სა­ხე­ლით, ანა­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თით. ამან გა­ა­მარ­თლა – ტროლ­მა Inna-მ ყალბ “პუსს“ გა­უგ­ზავ­ნა არხზე გა­მო­საქ­ვეყ­ნე­ბე­ლი მა­სა­ლა.

ჩვენ შევ­ძე­ლით ნამ­დვი­ლი “პუ­სის“ ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის გა­მოვ­ლე­ნა. ჩვენ გა­ვუგ­ზავ­ნეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ბმუ­ლი, რო­მელ­ზეც ის გა­და­ვი­და. ამით და­ვად­გი­ნეთ მისი IP-მი­სა­მარ­თი, შე­სა­ბა­მი­სად, მისი ზუს­ტი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბაც. მი­ვი­ღეთ შემ­დე­გი მო­ნა­ცე­მე­ბი:

IP მი­სა­მარ­თი: 31.146.30.241;

ქვე­ყა­ნა: სა­ქარ­თვე­ლო;

ინ­ტერ­ნეტ-პრო­ვა­ი­დე­რი: JSC Silknet;

რო­დე­საც მიხ­ვდა, რომ შეც­დო­მა და­უშ­ვა, “პუსი“ პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში გვწერ­და, რომ “ბმუ­ლი ვირუ­სებს“ შე­ი­ცავ­და. ვი­ღაც იტყვის, იქ­ნებ ის VPN-ს იყე­ნებ­და სა­ქარ­თვე­ლოს სერ­ვე­რით, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­ვა VPN სერ­ვე­რად, ნამ­დვი­ლად არ არის კარ­გი იდეა.

ჩვენ არ ვჩ­ქა­რობ­დით ჩვე­ნი პა­ტა­რა გა­მო­ძი­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას. თუმ­ცა ამა­სო­ბა­ში ტრო­ლის აქ­ტი­უ­რო­ბა Амра-life-ზე შემ­ცირ­და.

შევ­ნიშ­ნეთ, რომ ტრო­ლი სხვა არ­ხებ­ზე არც ისე­თი აგ­რე­სი­უ­ლია, როცა თა­ვის “და­ვა­ლე­ბას“ არ ას­რუ­ლებს”.

შემ­დეგ “ОКНО” გა­მუ­ქე­ბუ­ლი ფონ­ტით წერს, ალ­ბათ, რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბის კულ­მი­ნა­ცი­ას:

“ჩვე­ნი პა­ტა­რა გა­მო­ძი­ე­ბა გვაჩ­ვე­ნებს, რო­მე­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბი ინიღ­ბე­ბი­ან “ანო­ნი­მურ მხი­ლებ­ლე­ბად“. მათი აქ­ტი­უ­რო­ბა “ტე­ლეგ­რა­მარ­ხებ­ში” – ეს არა მხო­ლოდ სა­ინ­ფორ­მა­ციო საქ­მეა. ეს არის საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე, აფხა­ზეთ­ში არარ­სე­ბუ­ლი ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბის “ფე­ი­კად” გავ­რცე­ლე­ბა­ზე, რეპ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის მხარ­და­ჭე­რა­ზე და რაც მთა­ვა­რია, შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი და დამ­კვე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი საქ­მით არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, არა მხო­ლოდ აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, არა­მედ მის ფარ­გლებს გა­რეთ, არა­მე­გობ­რულ ქვეყ­ნებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან”. წყარო

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი