სოჭში, ბავშვთა რიტმული ტანვარჯიშის მე-13 საერთაშორისო საქველმოქმედო ფესტივალი გაიმართა, რომელსაც პუტინის ფავორიტი ქალი, ოლიმპიური ჩემპიონი, ალინა კაბაევა მასპინძლობდა.
“რა კარგია, როცა სპორტი და ხელოვნება განუყოფელია და ადამიანებს აერთიანებთ. ამ ფესტივალზე ვაჩვენეთ, რომ საზღვრები არ არსებობს, შეუძლებელია ხელოვნება ან სპორტი აკრძალო. ჩვენ არავის არაფერს ვუმტკიცებთ. ჩვენ უბრალოდ გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ”, – განაცხადა კაბაევამ.
ალინა კაბაევა, ვლადიმერ პუტინის საყვარელი ქალია, რომელზეც მსოფლიო მედია წლებია წერს, თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მისი პერსონის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ერთ-ერთი ვერსიით, ის შვეიცარიაში შვილებთან ერთად ცხოვრობდა.
მედია წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტისგან კაბაევას რამდენიმე შვილი ჰყავს და სწორედ მის გამო დაშორდა რუსეთის პრეზიდენტი თავის დროზე ოფიციალურ ცოლს.
მასალის გამოყენების პირობები