სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებადედით ქართველი, მამით ინდოელი... - გოგონა, რომლის უცხო გარეგნობამ ყურადღება ეკრანზე გამოჩენისთანავე...

დედით ქართველი, მამით ინდოელი… – გოგონა, რომლის უცხო გარეგნობამ ყურადღება ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიქცია

გო­გო­ნამ უცხო გა­რეგ­ნო­ბით მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბა ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მი­იქ­ცია. ანას­ტა­სია ჯე­ი­რა­თი ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ოჯა­ხი­დან არის, დედა – ქარ­თვე­ლია, მამა – ინ­დო­ე­ლი. ბავ­შვო­ბა მა­მის სამ­შობ­ლო­ში გა­ა­ტა­რა და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად მე­ო­თხე კლა­სი­დან ჩა­მო­ვი­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ მხო­ლოდ 22 წლის არის და პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გია, ის უკვე გა­და­ი­ღეს სე­რი­ალ­ში “სტუ­მა­რი”, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე გა­ვი­და. ახლა „რუს­თა­ვი 2“-ზე დი­ლის გა­და­ცე­მის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნია. ასე­ვე გა­ფორ­მე­ბუ­ლი აქვს სა­მო­დე­ლო კონ­ტრაქ­ტი რამ­დე­ნი­მე უცხო­ურ სა­ა­გენ­ტოს­თან.

უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა, ფო­ტოგ­რა­ფია, ცეკ­ვა და ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც მის ცხოვ­რე­ბას უფრო შთამ­ბეჭ­დავს და სა­ინ­ტე­რე­სოს გახ­დის…

– ჩემი მშობ­ლე­ბი ინ­დო­ეთ­ში ცხოვ­რობ­დნენ, მე თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე, რე­ლი­გი­ით ქრის­ტი­ა­ნი ვარ. მყავს უმ­ცრო­სი ძმა, ან­დრია, 17 წლის. მე­სა­მე კლა­სამ­დე ბაღ­შიც და სკო­ლა­შიც ინ­დო­ეთ­ში დავ­დი­ო­დი, მე­ო­თხე კლას­ში უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვსწავ­ლობ­დი. თუმ­ცა, ზა­ფხუ­ლო­ბით და ახალ წლებ­ზე სულ თბი­ლის­ში მოვ­დი­ო­დით. რომ ჩა­მო­ვი­დო­დი, ბე­ბოს უკვე მო­ძი­ე­ბუ­ლი ჰყავ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ ქარ­თულ სკო­ლას და პროგ­რა­მას არ ჩა­მოვ­რჩე­ნო­დი. ასე­ვე ბავ­შვო­ბი­დან დავ­დი­ო­დი ქარ­თულ ცეკ­ვა­ზე, თეა დარ­ჩი­ამ შე­მაყ­ვა­რა ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა.

ახ­ლაც ხში­რად მივ­დი­ვართ ოჯა­ხი ინ­დო­ეთ­ში, ბე­ბია-ბა­ბუ­ას, ნა­თე­სა­ვე­ბის სა­ნა­ხა­ვად. ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს მათ­თან და ძა­ლი­ან მიყ­ვარს ყვე­ლა. მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი ჩემი ასა­კის არი­ან და ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობთ. წელ­საც ვი­ყა­ვით დე­კემ­ბერ­ში, ახალ წელს იქ შევ­ხვდით. სხვა­დას­ხვა შტატ­ში ვი­მოგ­ზა­უ­რეთ და და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ მა­მას მე­გობ­რებ­თან ერ­თად. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარს ინ­დო­ე­თი, სა­ო­ცა­რი ქვე­ყა­ნაა თა­ვი­სი კულ­ტუ­რით.

– რით იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი ინ­დო­ეთ­ში ცხოვ­რე­ბის პე­რი­ო­დი და თუ იყო რა­ი­მე სა­ხის დის­კომ­ფორ­ტი შენ­თვის?

– სა­ქარ­თვე­ლო და ინ­დო­ე­თი კულ­ტუ­რუ­ლად ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბია, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად სა­ერ­თოც ბევ­რი აქვთ. თუმ­ცა, ამის გამო დის­კომ­ფორ­ტი არა­სო­დეს შემ­ქმნია – პი­რი­ქით ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ორ ასეთ კულ­ტუ­რას­თან მაქვს მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი. ჩემი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­და ამ ფაქ­ტმა. აქ რომ გად­მო­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად, ყვე­ლას ძა­ლი­ან უკ­ვირ­და ჩემი გვა­რი და შემ­დეგ ინ­ტე­რეს­საც გა­მო­ხა­ტავ­დნენ, მე ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და დე­დას ვე­კი­თხე­ბო­დი, თუ რა­ნა­ი­რად ხვდე­ბოდ­ნენ, რომ გვა­რი არ იყო ქარ­თუ­ლი (იცი­ნის).

– მშობ­ლებ­მა სად გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი?

– დედა და მამა პრო­ფე­სი­ით ექი­მე­ბი არი­ან, სტო­მა­ტო­ლო­გე­ბი. ერ­თმა­ნე­თი წლე­ბის წინ მოს­კოვ­ში გა­იც­ნეს, ორი­ვე იქ სწავ­ლობ­და სა­მე­დი­ცი­ნო­ზე.

– ქარ­თვე­ლე­ბი ინ­დურ კულ­ტუ­რას ძი­რი­თა­დად სე­რი­ა­ლე­ბი­დან და ფილ­მე­ბი­დან ვიც­ნობთ. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში სულ დღე­სას­წა­უ­ლია.

– კი, ასეა, ხალ­ხიც ძა­ლი­ან თბი­ლია, უამ­რა­ვი ტრა­დი­ცია და დღე­სას­წა­უ­ლი აქვთ, ამით ძა­ლი­ან გა­მო­ირ­ჩე­ვა ეს ქვე­ყა­ნა. ასე­ვე თა­ვი­სი კერ­ძე­ბით, ფე­რე­ბით, სა­ჩუქ­რე­ბით, ერ­თმა­ნეთ­თან სტუმ­რო­ბით. ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ დღე­სას­წა­უ­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რე­ლი­გი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ დი­ვა­ლი­სა და ჰო­ლის დღე­სას­წა­ულს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­შიც ცნო­ბი­ლია, ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხში­რად ჩავ­დი­ვართ, მა­ინც ყო­ველ ჯერ­ზე ისე ვგრძნობ თავს, თით­ქოს პირ­ვე­ლად ჩა­ვე­დი, უზო­მოდ სა­ინ­ტე­რე­სო და უცხო ქვე­ყა­ნაა. სა­ქარ­თვე­ლო­ში, სე­რი­ა­ლე­ბი­და­ნაც ბევ­რი იც­ნობს ინ­დო­ეთს, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად არის ნაჩ­ვე­ნე­ბი (იცი­ნის).

– ინ­დო­ე­ლი ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბი თუ გან­სხვავ­დე­ბი­ან ქარ­თვე­ლის­გან.

– ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად ერ­თნა­ი­რი აქვთ. ასეა დე­დას და მა­მას შო­რი­საც.

– იქაც ასე კარ­გად გვიც­ნო­ბენ ქარ­თვე­ლებს, რო­გორც ჩვენ ვიც­ნობთ?

– ინ­დო­ეთ­შიც იცი­ან სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, მაგ­რამ მე ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლურ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. ჩემს კლას­ში იყ­ვნენ პო­ლო­ნე­ლი, იტა­ლი­ე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, ასე­ვე აზი­ის ქვეყ­ნე­ბი­დან. მხო­ლოდ ხუთი ბავ­შვი იყო ინ­დო­ე­ლი ჩემს კლას­ში. ამის გამო, სკო­ლა­ში კულ­ტუ­რუ­ლად დიდი სხვა­ო­ბა არ იგ­რძნო­ბო­და.

– თქვენ­ში რა არის უფრო ინ­დუ­რი და ქარ­თუ­ლი?

– ინ­დო­ე­ლე­ბი გან­სხვავ­დე­ბი­ან თა­ვი­ან­თი ლო­ი­ა­ლო­ბით და სირ­თუ­ლე­ე­ბის მარ­ტი­ვად გა­და­წყვე­ტით, ქარ­თვე­ლე­ბი უფრო მე­ტად ემო­ცი­უ­რე­ბი ვართ (იცი­ნის). ხა­სი­ა­თით არ ვიცი, რო­მე­ლი უფრო ვარ, ეს ალ­ბათ, სხვამ უნდა შე­ა­ფა­სოს.

– მამა რო­გორ შე­ეჩ­ვია სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბას?

– თა­ვი­დან რთუ­ლი იყო მის­თვი­საც, ისე­ვე რო­გორც დე­დას­თვის ინ­დო­ეთ­ში ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ორი­ვე შე­ე­გუა. ახლა მამა უკვე დიდი ხა­ნია აქ ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს, შე­სა­ბა­მი­სად უცხოდ აღარ გრძნობს თავს, ამა­ში დიდი წვლი­ლი მის­მა კო­ლე­გებ­მა, ოჯა­ხის წევ­რებ­მა და მე­გობ­რებ­მა შე­ი­ტა­ნეს, რაც ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლია.

– ანას­ტა­სია, პრო­ფე­სი­ით ვინ ხარ?

– ერთი კვი­რაა უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. სა­ინ­ტე­რე­სო იყო ფსი­ქო­ლო­გი­ის სწავ­ლა და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით. მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე წას­ვლას ვგეგ­მავ და სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას უცხო­ეთ­ში.

– პო­პუ­ლა­რო­ბა რო­დის მო­ვი­და?

– (იცი­ნის) არ ვფიქ­რობ ეგრე, ასე ვერ აღ­ვიქ­ვამ სა­კუ­თარ თავს, ზოგი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან მიც­ნობს, ზო­გიც სე­რი­ა­ლი­დან, ზოგი რო­გორც მო­დე­ლი. ცოტა ხნის წინ, კი­დევ ერთ ფილმში გა­და­მი­ღეს, რო­მე­ლიც ინ­დო­ეთ­ში და ამე­რი­კა­ში გავა. ის ფაქ­ტი, რომ ინ­დო­ეთ­ში შეძ­ლე­ბენ ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი უყუ­რონ ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ფილ­მს, ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. სა­მო­დე­ლო და სამ­სა­ხი­ო­ბო სფე­რო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა. დე­დამ შე­მიყ­ვა­ნა „ლუქ მო­დელსში“, მისი იდეა იყო სა­ა­გენ­ტო­ში მის­ვლა. ახ­ლაც აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი გა­და­ღე­ბებ­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტიც ხელს აღარ მიშ­ლის.

ახ­ლა­ხან ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი იტა­ლი­ა­ში რო­გორც მო­დე­ლი და თვე­ნა­ხე­ვა­რი იქ ვი­ცხოვ­რე. ასე­თი სა­ა­გენ­ტოა „ნექსთი“ მათ­თან მაქვს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლი. ასე­ვე ინ­დურ და გერ­მა­ნულ სა­ა­გენ­ტო­ებ­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვე­ლო­დე­ბი ინ­დო­ეთ­ში ჩას­ვლას და იქა­ურ გა­და­ღე­ბებს. აქამ­დე უნი­ვერ­სი­ტე­ტის გამო ბევ­რს ვერ ვმოგ­ზა­უ­რობ­დი და ამის გამო რა­ღა­ცე­ბი გა­დავ­დე.

– ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში რო­გორ მოხ­ვდი?

– თა­ვი­დან ეი­ჩა­რად ვმუ­შა­ობ­დი „რუს­თა­ვი 2“-ზე, მა­შინ პირ­ველ კურ­სზე ვი­ყა­ვი და სტა­ჟი­რე­ბის გავ­ლა მინ­დო­და, დე­დას უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი და­მეხ­მა­რა და ძა­ლი­ან ხელს მი­წყობ­და სწავ­ლა შე­მე­თავ­სე­ბი­ნა. ერთ დღეს დი­ლის გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სერ­მა, ლი­კამ და­მი­რე­კა, რომ გავ­სა­უბ­რე­ბო­დი, გა­ვი­ა­რე ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სტა­ჟი­რე­ბა და ასე აღ­მოვ­ჩნდი დი­ლის გა­და­ცე­მა­ზე „დილა მშვი­დო­ბი­სა სა­ქარ­თვე­ლო“. უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, ვინც წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ჩემს კა­რი­ე­რა­ში, რომ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­მედ­გა და სა­კუ­თა­რი თავი სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მე­ცა­და. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ სწორ დროს სწო­რი ადა­მი­ა­ნე­ბი მხვდე­ბი­ან ცხოვ­რე­ბა­ში და გვერ­დში მიდ­გა­ნან.

– იმ­დენ სფე­რო­ში ხართ, რომ ვფიქ­რობ, ჯერ კი­დევ ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ხართ?

– დიახ ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ვარ , 22 წლის ვარ და ზოგი მე­უბ­ნე­ბა რომ ჯო­ბია ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბას გავ­ყვე, თუმ­ცა ვფიქ­რობ, ჯერ მაქვს იმის დრო და სა­შუ­ა­ლე­ბა, ბევ­რი რამე მოვ­სინ­ჯო, რად­გან ერ­თმა­ნეთს ხელს არ უშ­ლის – პი­რი­ქით ეხ­მა­რე­ბა. ახლა უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უფრო მეტი სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს ის გეგ­მე­ბი გა­ვაგ­რძე­ლო, რა­საც ვერ ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დი. მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ფო­ტოგ­რა­ფია და მინ­და უფრო მეტი დრო და­ვუთ­მო მას, ასე­ვე ვსწავ­ლობ ენებს. არ გა­მოვ­რი­ცხავ სხვა პრო­ფე­სი­აც რომ ვცა­დო ცოტა ხან­ში, ამას უკვე ალ­ბათ დრო მიჩ­ვე­ნებს. ორი ქვეყ­ნის არ­სე­ბო­ბას, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მეტი ფერი შე­მო­აქვს. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

ნოემბერი 26, 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი