კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„დედა მმალავს, ეშინია, მისმა მეუღლემ არ იცის, რომ სხვა კაცისგან შვილი ჰყავს“...

„დედა მმალავს, ეშინია, მისმა მეუღლემ არ იცის, რომ სხვა კაცისგან შვილი ჰყავს“ – ცნობილი ემიგრანტი ქალის მძიმე შეხვედრა ბიოლოგიურ დედასთან და მამის გაცნობის მოლოდინი

ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვილს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს – კა­ხელ გო­გო­ნა­, რო­მელ­მაც ემიგ­რან­ტის მძი­მე გზა გა­ი­ა­რა და სა­ბო­ლო­ოდ ცხოვ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი ამე­რი­კა­ში იპო­ვა. მან რამ­დე­ნი­მე თვის წინ მწერ­ლო­ბა­შიც სცა­და ბედი და მისი პირ­ვე­ლი წიგ­ნი „წი­თელთმი­ა­ნი გო­გო­ნას დღი­უ­რი“ გა­მო­ვი­და. ცის­ნა­მი მა­შინ მკი­თხველ­თან შე­სახ­ვედ­რად სპე­ცი­ა­ლუ­რად ამე­რი­კი­დან ჩა­მო­ვი­და…

ალ­ბათ ბევ­რმა არ იცის, რომ კა­ხე­ლი გო­გო­ნა რე­ა­ლუ­რად ჯერ კი­დევ ჩვი­ლო­ბა­ში უსი­ნათ­ლო ოჯახ­მა იშ­ვი­ლა, შემ­დეგ კი ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლიც შე­ე­ძი­ნათ და გო­გო­ნა ძმას­თან ერ­თად იზ­რდე­ბო­და, ამი­ტომ ბავ­შვო­ბა­ში ეჭვი არ ჰქო­ნია, რომ ნაშ­ვი­ლე­ბი იყო, სა­ნამ ერთ დღეს, მისი უმ­ცრო­სი ძმა ავა­რი­ა­ში არ მოყ­ვა…

– ცის­ნა­მი, შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა არ იცის, რომ რე­ა­ლუ­რად წლე­ბის წინ, კა­ხეთ­ში ოჯახ­მა გიშ­ვი­ლათ. რა ასაკ­ში გა­ი­გეთ, რომ ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი არ გზრდიდ­ნენ

– ზუს­ტად არ მახ­სოვს, ასე 13 თუ 14 წლის ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი და არ მიყ­ვარ­და სკო­ლა­ში დაგ­ვი­ა­ნე­ბა. ჩემი პა­ტა­რა ძმა კი ზარ­მა­ცი მოს­წავ­ლე იყო და სულ გვი­ან იღ­ვი­ძებ­და. ხში­რად მი­წევ­და მისი ლო­დი­ნი, რომ სკო­ლა­ში ერ­თად წავ­სუ­ლი­ყა­ვით.

სკო­ლამ­დე მი­სას­ვლე­ლად სოფ­ლის მთა­ვა­რი გზა უნდა გა­დაგ­ვეკ­ვე­თა, სა­დაც ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი გა­დამ­ყავ­და ხოლ­მე. ერთ დი­ლა­საც გავ­ბრაზ­დი, არ და­ვე­ლო­დე და მარ­ტო წა­ვე­დი სკო­ლა­ში. სწო­რედ მაგ დი­ლას მარ­ტოს მო­უ­წია სოფ­ლის შარა-გზის გა­დაკ­ვე­თა და მან­ქა­ნამ და­არ­ტყა. სო­ფე­ლი პა­ტა­რაა და ცუდი ამ­ბე­ბი მალე ვრცელ­დე­ბა. გაკ­ვე­თი­ლე­ბი რომ დამ­თავ­რდა, სახ­ლში ღი­ღი­ნით ვბრუნ­დე­ბო­დი კლა­სე­ლებ­თან ერ­თად, რო­დე­საც ერთ-ერ­თმა მი­თხრა, რა გა­ცი­ნებს, შენს ძმას მან­ქა­ნამ და­არ­ტყაო.

შოკი მი­ვი­ღე ამ ამ­ბავ­ზე. თან და­ა­მა­ტა, თუმ­ცა ის ხომ შენი ნამ­დვი­ლი ძმა არ არი­სო. ორ­მა­გად გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი დავ­ბრუნ­დი სახ­ლში. იმის შემ­დეგ ამ გო­გოს­თან ხში­რად ვჩხუ­ბობ­დი, მა­ბუ­ლინ­გებ­და და დამ­ცი­ნო­და. იმ­დე­ნად პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რომ ვერ მივ­ხვდი რას ნიშ­ნავ­და, ჩემი ძმა ნამ­დვი­ლი ძმა არ იყო. ვერ გავ­ბე­დე და ამ თე­მა­ზე სახ­ლში კი­თხვე­ბი არ და­მის­ვამს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემი ძმა კარ­გად იყო, პა­ტა­რა ნა­კაწ­რი ჰქონ­და. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გო­ნე­ბა­ში ჩა­მეს­მო­და ამ გო­გოს ხმა: „შენი ნამ­დვი­ლი ძმა არ არის.“

– გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­რეგ­ნო­ბა გაქვთ, ეჭვს არ გი­ჩენ­დათ, რომ მშობ­ლებს და ძმას ფი­ზი­კუ­რად არ გავ­დით?

– დიახ, ხში­რად ვფიქ­რობ­დი რო­გო­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ჩემი მშობ­ლე­ბის­გან. მე მა­ღა­ლი, თეთ­რი, წი­თელთმი­ა­ნი. ჩემი მშობ­ლე­ბი და­ბა­ლი, მუქი ფე­რის კა­ნით, ხუ­ჭუ­ჭა თმე­ბით. რა­ღაც ისე არ იყო, რო­გორც უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ვხვდე­ბო­დი, რომ იმ გა­რე­მოს ნა­წი­ლი არ ვი­ყა­ვი, სა­დაც ვიზ­რდე­ბო­დი. თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკ­ში მშობ­ლებს ვთხო­ვე, რომ სი­მარ­თლე გა­ემ­ხი­ლათ და ასე გა­ვი­გე, რომ ის გო­გო­ნა მარ­თა­ლი იყო. მერე იყო ბავ­შვუ­რი ჩხუ­ბის დროს წა­მო­ძა­ხე­ბე­ბი, რომ მე „ბოზი“ ქა­ლის გა­ჩე­ნი­ლი ვარ და დე­დამ ფი­ცარ­ზე და­მაგ­დო და ჩემ­მა გამ­ზრდელ­მა მშობ­ლებ­მა ასე მი­პო­ვეს. სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ვინ იყო ეს „ბოზი ქალი“ და წლე­ბის შემ­დეგ ხელ­ში შემ­რჩა ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, არის­ტოკ­რა­ტი და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი.

  „შვილმა დედა პირველად 13 წლის რომ იყო, მაშინ დამიძახა, 7 წლის უნახავი რომ ჩამოვიყვანე, ვერ ვიცანი, მე დედა ვარ? “ - ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი

ბი­ო­ლო­გი­ურ დე­დას მა­შინ­დელ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა აზ­რმა გა­და­ა­წყვე­ტი­ნა ჩემი და­ტო­ვე­ბა. იმ დროს ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე შვი­ლის გა­ჩე­ნა­ზე ძა­ლი­ან მძი­მედ რე­ა­გი­რებ­და გა­რე­მო. მი­ხა­რია, რომ ქვე­ყა­ნა გან­ვი­თარ­და და ახლა ყვე­ლა ქალს შე­უძ­ლია ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე შვი­ლის ყოლა. მე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მსხვერ­პლი ვარ, რომ არა ასე­თი მკაც­რი ტაბუ, ალ­ბათ ბი­ო­ლო­გი­უ­რი დე­დის გვერ­დით გა­ვიზ­რდე­ბო­დი და ბევ­რი რამ სხვა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბო­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. მა­გა­ლი­თად, არ მექ­ნე­ბო­და ბავ­შვო­ბის ტრავ­მე­ბი და ახ­ლაც არ შე­მახ­სე­ნებ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი თავს.

– თქვენს წარ­მოდ­გე­ნებ­ში რო­გო­რი იყო ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა?

– მთე­ლი ბავ­შვო­ბა ვოც­ნე­ბობ­დი ლა­მაზ დე­და­ზე. ჩემს თა­ნაკ­ლა­სე­ლებს ახალ­გაზ­რდა დე­დე­ბი ჰყავ­დათ, მშო­ბელ­თა კრე­ბა­ზე რომ მო­დი­ოდ­ნენ ხოლ­მე. გამ­ზრდე­ლი დედა ფუმ­ფუ­ლა, საყ­ვა­რე­ლი ქა­ლია. ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა ზუს­ტად ისე­თია, რო­გო­რიც ჩემს წარ­მო­სახ­ვა­ში შევ­ქმე­ნი, სა­ნამ გა­ვიც­ნობ­დი. მა­ღა­ლი, ლა­მა­ზი, თბი­ლი, არის­ტოკ­რა­ტი, კე­თილ­შო­ბი­ლი, ლა­მა­ზი სხე­უ­ლის ფორ­მე­ბი­თა და სა­ხით. მი­ხა­რია, რად­გან ზუს­ტად ვიცი, ასაკ­ში მეც მის­ნა­ი­რი ლა­მა­ზი ვიქ­ნე­ბი. ნა­ო­ჭე­ბიც კი არ აქვს სა­ხე­ზე.

– რა ასაკ­ში და­ი­წყეთ ბი­ო­ლო­გი­უ­რი დე­დის ძებ­ნა და რო­გო­რი იპო­ვეთ?

– ჩემი ყო­ფი­ლი დე­დამ­თი­ლი სულ “ყივ­ჩაღს” მე­ძახ­და იმის გამო, რომ ნაშ­ვი­ლე­ბი ვი­ყა­ვი. ბავ­შვო­ბა­ში მეს­მო­და, “ბო­ზის დაგ­დე­ბუ­ლი ხარ”, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში „ყივ­ჩა­ღის შვი­ლი ხარო“. ამ­ბობ­და ხოლ­მე, ყივ­ჩა­ღი შე­მო­მი­ვარ­დაო. ერთ დღეს ავ­დე­ქი და გა­დავ­წყვი­ტე გა­მე­გო, ვინ იყო დე­და­ჩე­მი. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს ძა­ლი­ან მა­გა­რი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, “ძა­ლა­დო­ბის­გან დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ქსე­ლი“ რო­მელ­საც მივ­მარ­თე. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მუ­შა­ობს ად­ვო­კა­ტი ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა ფურ­ცხვა­ნი­ძე, რო­მე­ლიც და­მეხ­მა­რა დე­და­ჩე­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა­ში და სწო­რედ ასე ვი­პო­ვე ჩემი ნამ­დვი­ლი დედა. სა­დღაც 23 წლის ვი­ყა­ვი. შეხ­ვედ­რა ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნამ და­გეგ­მა და პირ­ვე­ლად ერ­თმა­ნეთს სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში შევ­ხვდით.

– რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ ეს შეხ­ვედ­რა, ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი ნა­წი­ლი რო­მე­ლი იყო?

– პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა არ იყო ისე­თი, რო­გო­რიც მე წარ­მო­მედ­გი­ნა. მე­გო­ნა, ხე­ლებს გაშ­ლი­და და ჩა­მი­ხუ­ტებ­და, იტყო­და, შვი­ლო, მე – დე­და­აა. ძა­ლი­ან ცივი იყო. არ ჩა­მი­ხუ­ტა და მი­თხრა, მე ვე­რა­ფერს გა­გი­კე­თე­ბო. არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ მინ­დო­და მის­გან. გა­ი­გო, რომ ახა­ლი გა­შო­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მე­უღ­ლეს, პა­ტა­რა ბავ­შვი მყავ­და და ეტყო­ბა იფიქ­რა, რა­ღა­ცას მო­ვე­ლო­დი მის­გან. სულ მწა­რედ მახ­სოვს ეს შეხ­ვედ­რა და სა­კუ­თარ თავს დავ­პირ­დი, რომ აღარ ვნა­ხავ­დი. თუმ­ცა მერე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, უმ­ცრო­სი და მყავს. მის­მა სი­ლა­მა­ზემ ისე მომ­ხიბ­ლა, რომ მისი დახ­მა­რე­ბით კი­დევ შევ­ხვდი დე­დას. დიდ­ხანს ვი­სა­უბ­რეთ, ჩემს დაგ­რო­ვილ კი­თხვებს პა­სუ­ხი გას­ცა. თით­ქოს ვა­პა­ტიე, თით­ქოს არა. ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან ხან­მოკ­ლეა, რომ წყე­ნა­ში გა­ვა­ტა­რო. ახლა კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. მარ­ტო ის ფაქ­ტი მა­წუ­ხებს, რომ მის­მა ახ­ლან­დელ­მა მე­უღ­ლემ და ოჯახ­მა არ იცი­ან ჩემს შე­სა­ხებ. მმა­ლავს დედა, ეში­ნია რომ მე­უღ­ლე ვერ გა­და­ი­ტანს ამ ამ­ბავს, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ტყუ­ილ­ში აცხოვ­რა. ამ კაც­მა არ იცის, რომ მის ცოლს სხვა კა­ცის­გან შვი­ლი ჰყავს. მოკ­ლედ, ჯერ კი­დევ “და­მა­ლუ­ლი შვი­ლი” ვარ.

  იმერეთში 30 000 აბონენტს ელექტროენერგია, 237 სოფელს კი გაზი არ მიეწოდება

– ვიცი, რომ ახლა ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­მის მო­ძებ­ნა გაქვთ გა­და­წყვე­ტი­ლი. არ გი­კი­თხავთ დე­დის­თვის, ვინ იყო?

– დიახ, რა თქმა უნდა, მი­კი­თხავს. ვიცი ვინც არის. სა­ხე­ლიც ვიცი, გვა­რიც და ად­გი­ლიც, სა­დაც ცხოვ­რობს. აქამ­დე თავს ვი­კა­ვებ­დი მას­თან შეხ­ვედ­რის­გან. ამ ზა­ფხულს გა­მო­ვე­ცხა­დე­ბი, თავ­ზე და­ვად­გე­ბი და გა­ვიც­ნობ. ვი­მე­ო­რებ, ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან ხან­მოკ­ლეა, რა­ტო­მაც არა, მინ­და ვიც­ნობ­დე ბი­ო­ლო­გი­ურ მა­მას. ვე­ტყვი, რომ არას­წო­რად მო­იქ­ცა, რო­დე­საც ორ­სუ­ლი დედა მარ­ტო და­ტო­ვა და სხვა ქალი მო­იყ­ვა­ნა ცო­ლად. ასე­ვე არას­დროს გას­ჩე­ნია სურ­ვი­ლი, რომ მე ვე­პო­ვე. დე­დას უთ­ქვამს, რომ სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავ­დათ და მის მო­ძებ­ნა­ში დახ­მა­რე­ბო­და, შე­მო­უთ­ვლია, წადი ერთი, მის­ნა­ი­რე­ბი ციმ­ბირ­ში ბევ­რი მყავს დაყ­რი­ლიო. ნუ­რას უკაც­რა­ვად, მა­მა­ჩე­მო, ჩემ­ნა­ი­რე­ბი არა! გა­ემ­ზა­დე, მოვ­დი­ვარ შენს გა­საც­ნო­ბად!

– ცის­ნა­მი, ბოლო წლებ­ში გვეს­მის, რომ წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვი­ლებს ძი­რი­თა­დად ყიდ­დნენ. რო­გო­რია თქვე­ნი გაშ­ვი­ლე­ბის ის­ტო­რია?

– რო­გორც ვიცი, ჩემ­ში ფული არ გა­და­უხ­დი­ათ. შვიდ­თვი­ა­ნი და­ვი­ბა­დე, ყვე­ლას ეგო­ნა, რომ ვერ გა­დავ­რჩე­ბო­დი, რად­გან ძა­ლი­ან პა­ტა­რა და უსუ­სუ­რი ვი­ყა­ვი. არა­ვის ვუნ­დო­დი და მხო­ლოდ ორმა უსი­ნათ­ლო ადა­მი­ან­მა გა­და­წყვი­ტა ჩემი აყ­ვა­ნა და გაზ­რდა. ალ­ბათ ეს იყო ჩემი ბედი. მად­ლო­ბა ჩემს გამზდელ დე­დი­კოს და მა­მი­კოს, რომ მათ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე და არა რო­მე­ლი­მე ბავ­შვთა სახ­ლში. ძა­ლი­ან მძი­მე და მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა ჩემ­თვის ჩვი­ლე­ბით ვაჭ­რო­ბა და ბავ­შვე­ბის მო­პარ­ვა. ყვე­ლა უნდა და­ი­სა­ჯოს, ვინც ამ საქ­მე­ში იყო გა­რე­უ­ლი. ყვე­ლა დედა და მამა გმი­რია, ვინც სხვის შვილს იშ­ვი­ლებს და გაზ­რდის. არ იცი, ვინ არის, რო­გო­რი გე­ნე­ტი­კა აქვს და ზრდი. მე პი­რა­დად, ზუს­ტად ვიცი, რომ არ მაქვს იმის გამ­ბე­და­ო­ბა, რომ სხვი­სი შვი­ლი გავ­ზარ­დო, შე­ვიყ­ვა­რო ისე, რო­გორც ჩემი სის­ხლი და ხორ­ცი. ამი­ტომ მად­ლო­ბა ჩემს დე­დი­კოს და მა­მი­კოს. რო­გორც შე­ეძ­ლოთ გამ­ზარ­დეს და ყვე­ლა­ფე­რი მომ­ცეს. მად­ლი­ე­რი ვარ და სიკ­ვდი­ლამ­დე მათი მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი.

– თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა ფილ­მს ჰგავს, პირ­ვე­ლი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ქორ­წი­ნე­ბა, მარ­ტო­ხე­ლა დე­დო­ბა, შვიდ­წ­ლი­ა­ნი ემიგ­რა­ცია, ბრძო­ლა თქვე­ნი და სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ტო­ვე­ბუ­ლი შვი­ლის მო­მავ­ლის­თვის…

  სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს კვერცხი და ხორცპროდუქტები სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები

– კარ­გია, როცა შენს ცხოვ­რე­ბა­ში სულ რა­ღაც ხდე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არა­ფე­რი რომ არ ხდე­ბო­დეს, რო­გო­რი მო­სა­წყე­ნი იქ­ნე­ბო­და. მიყ­ვარს სირ­თუ­ლე­ე­ბი, არ მე­ში­ნია არაფ­რის. ჩემს ბი­ო­ლო­გი­ურ დე­დას­თან რომ გავზრდი­ლი­ყა­ვი, ასე­თი მა­გა­რი ცის­ნა­მი არ ვიქ­ნე­ბო­დი. ყვე­ლა­ფე­რი ხონ­ჩით მორ­თმე­უ­ლი მექ­ნე­ბო­და და ეს ფაქ­ტი ძა­ლი­ან გა­მა­ზარ­მა­ცებ­და. ძა­ლი­ან ბევ­რი ვიბ­რძო­ლე და ვიშ­რო­მე იმის­თვის, რომ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­მე­ღო, ქო­ნე­ბა და­მეგ­რო­ვე­ბი­ნა. დღემ­დე ვიბ­რძვი მეტი გა­ნათ­ლე­ბის­თვის, ცოდ­ნის­თვის და ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის. ჩემ­თვის ცხოვ­რე­ბა მუდ­მი­ვი ძი­ე­ბაა, რა­ღაც ახ­ლის, რა­ღაც სას­წა­უ­ლის. სწო­რედ გა­ჭირ­ვე­ბამ, ტკი­ვი­ლე­ბით სავ­სე ცხოვ­რე­ბამ მაქ­ცია ძლი­ერ ადა­მი­ა­ნად. ყვე­ლა­ფე­რი რომ მქო­ნო­და, ამ­დენ ბრძო­ლებ­ში არ ვიქ­ნე­ბო­დი და ვერ შევ­დგე­ბო­დი ადა­მი­ა­ნად. ვუ­ყუ­რებ აქ მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბის შვი­ლებს, რომ­ლებ­საც ყვე­ლა­ფე­რი აქვთ და და­კარ­გუ­ლი აქვთ ცხოვ­რე­ბის ხა­ლი­სი, ბრძო­ლა და ამ­ბი­ცია. მე მომ­წონს ასე­თი ცის­ნა­მი, მხრებ­გაშ­ლი­ლი, შემ­დგა­რი, თა­ვი­სი ტრა­გი­კუ­ლი, ტკი­ვი­ლე­ბით სავ­სე წარ­სუ­ლით. წყარო

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი