პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„90-იან წლებში შინ ზოგჯერ ძალიან ცოტა საჭმელი იყო...“ - რას იხსენებს და...

„90-იან წლებში შინ ზოგჯერ ძალიან ცოტა საჭმელი იყო…“ – რას იხსენებს და რა ქონებას ფლობს ახლა ხატია ბუნიათიშვილი?

წლე­ბია, ხატია ბუნიათიშვილი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პი­ა­ნის­ტე­ბის სი­ა­შია. რო­გორც ირ­კვე­ვა, ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი პი­ა­ნის­ტიც არის. Forbes & Business Insider-ის 2024 წლის 3 თე­ბერ­ვლის მო­ნა­ცე­მე­ბით, 36 წლის პიანისტის ქო­ნე­ბა 3.5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია.

ხა­ტი­ას კა­რი­ე­რის შე­სა­ხებ არა­ერ­თი სტა­ტია გვაქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ის სულ რა­ღაც 6 წლის იყო, პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი რომ გა­მარ­თა თბი­ლი­სის კა­მე­რულ ორ­კესტრთან ერ­თად, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გას­ტრო­ლო კა­რი­ე­რა 10 წლის ასაკ­ში და­ი­წყო.

ახ­ლა­ხანს ერთ-ერთ გერ­მა­ნულ ჟურ­ნალ­ში ხა­ტი­ას ინ­ტერ­ვიუ გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­შიც პი­ა­ნის­ტი, დე­დო­ბა­ზე, პო­ლი­ტი­კა­სა და კა­რი­ე­რა­ზე სა­უბ­რობს. ის ამ­ბობს, რომ პა­რი­ზი კვლავ რჩე­ბა მის ცხოვ­რე­ბა­ში – და ყო­ველ­თვის ასე იქ­ნე­ბა. პი­ა­ნის­ტის შვი­ლი – შარ­ლო­ტა გა­სუ­ლი წლის მა­ის­ში და­ი­ბა­და.

“დიახ, მე ახლა დედა ვარ. ბავ­შვთან ერ­თად ყვე­ლა­ფე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, დღეს ყვე­ლა­ფე­რი შარ­ლო­ტას სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი. მე ფე­მი­ნის­ტი ვარ, რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა რომ მინ­და, ვა­კე­თებ, მაგ­რამ არა ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის ყუ­რა­დღე­ბის ფა­სად. ის ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ, მე ისევ ვმარ­თავ კონ­ცერ­ტებს.

ეს კონ­ცერ­ტე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იგეგ­მე­ბო­და. ზო­გი­ერ­თის გა­უქ­მე­ბა მო­მი­წია, არ მინ­და, ბევ­რი იმოგ­ზა­უ­როს. შარ­ლო­ტას ბუ­ნებ­რი­ვად ვკვე­ბავ, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ მის­თვის. მე ისევ თა­ვი­სუ­ფალ ქა­ლად ვრჩე­ბი, ვინც წყვეტს, რა და რო­გორ სურს.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, ასე­ვე, მა­მა­კა­ცის აზ­რის­გან. პრი­ო­რი­ტე­ტი მხო­ლოდ შარ­ლო­ტაა”.

სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ხა­ტი­ას და – გვან­ცა, რო­მე­ლიც ასე­ვე პი­ა­ნის­ტია, მისი მე­ნე­ჯე­რის ფუნ­ქცი­ას ითავ­სებს, დედა, სას­ცე­ნო ტან­საც­მელს კე­რავს, თუმ­ცა ხა­ტია ამ­ბობს, რომ მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ არი­ან მის გარ­შე­მო, არი­ან კი­დევ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ენ­დო­ბა:

“გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლე­ბი – ჩვენ უფრო გახ­სნი­ლე­ბი ვართ და გვეს­მის ერ­თმა­ნე­თის. დე­და­ჩე­მი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი სტი­ლის­ტია, ჩემი და უფრო მე­ტია, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი: მას შე­უძ­ლია ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.

სა­ქარ­თვე­ლო­ში 1990-იან წლებ­ში ვიზ­რდე­ბო­დი. მძი­მე დრო – ოკუ­პა­ცია და ომი. დე­და­ჩე­მი არის მა­გა­ლი­თი ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში. ყო­ველ­თვის ოპ­ტი­მის­ტურ გან­წყო­ბა­ზეა. მან მაჩ­ვე­ნა, რო­გორ წარ­მო­უდ­გენ­ლად ძლი­ე­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ქალი…“.

  პრინცი ჰარი უკრაინაშია და ომის ვეტერანებს ხვდება

პი­ა­ნისტს ჰკი­თხეს მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ კამ­პა­ნი­ა­ზე MeToo, რო­დე­საც ქა­ლე­ბი სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ვე­ბა­ზე ალა­პა­რაკ­დნენ. კი­თხვა­ზე, თუ გა­ნუც­დია მსგავ­სი რამ, ამ­ბობს:

“არა, სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­გე­ბით არა, მაგ­რამ ზო­გი­ერთ დი­რი­ჟორს, ვის­თა­ნაც ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი, ასე­თი რე­პუ­ტა­ცია ჰქონ­და. ხან­და­ხან ვი­ღაც მე­უბ­ნე­ბო­და, – ფრთხი­ლად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი! მათ ჩემ­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ, მაგ­რამ აგ­რე­სი­უ­ლე­ბი იყ­ვნენ თა­ვი­სე­ბუ­რად, რაც ქმნი­და არა­ჯან­საღ და­ძა­ბუ­ლო­ბას. მა­შინ გა­დავ­წყვი­ტე, რომ ასეთ დი­რი­ჟო­რებ­თან აღარ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა.

კი­თხვა­ზე, – რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­რეგ­ნო­ბა წარ­მა­ტე­ბის­თვის? – ხა­ტია ამ­ბობს, რომ ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ არა­სო­დეს უფიქ­რია ამა­ზე.

“არას­დროს მსურ­და კა­რი­ე­რის­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ეს მხო­ლოდ მა­შინ მინ­დო­და, როცა პირ­ვე­ლად შე­მიყ­ვარ­და…“

ნა­წყვე­ტი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

– გა­წუ­ხებს, რო­დე­საც შენს გა­რეგ­ნო­ბა­ზე ამ­დენს წე­რენ?

– არ ვკი­თხუ­ლობ, რას წე­რენ ჩემ­ზე. არ მინ­და, და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვიყო სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის აზ­რზე. არც ჩა­ნა­წე­რებს ვუს­მენ, მუ­სი­კა ცო­ცხა­ლია კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში, ჩემს გრძნო­ბა­ში.

– თქვენ არა­ერ­თხელ გა­ა­კე­თეთ კო­მენ­ტა­რი თქვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე. სხვა­თა შო­რის, უარი თქვით დი­რი­ჟორ ვა­ლე­რი გერ­გი­ევ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე, რად­გან ის რუ­სია…

– ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში რუ­სე­თი არ არის პრობ­ლე­მა – ბევრ რუს მუ­სი­კოს­სა და დი­რი­ჟორ­თან და­მიკ­რავს, რუს კომ­პო­ზი­ტო­რებ­საც ვუკ­რავ. მაგ­რამ არ ვთა­ნამ­შრომ­ლობ დი­რი­ჟორ­თან, რო­მე­ლიც აგ­რე­სი­ულ პრო­პა­გან­დას ემ­ხრო­ბა. წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ იმის, რაც რუ­სეთ­მა 2008 წელს გა­ა­კე­თა და დღე­საც ვაპ­რო­ტეს­ტებ. 2008 წელს ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი და რუ­სეთ­ში უნდა და­მეკ­რა, მე უარი ვთქვი ხუთ­დღი­ა­ნი ომი­სა და რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის გამო. ჩემი პრო­ტეს­ტი მა­შინ ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავ­და, მაგ­რამ მე ეს უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რო­გორც ადა­მი­ანს. წყარო

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი