„ჭეშმარიტ ქართველს და ღვთისმოშიშ ადამიანს, ქართული ფეხბურთის სიამაყეს, ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავთ დაბადების დღეს… – სამთავროს დედათა მონასტერი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კლუბ „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია დღეს იუბილარია. ფეხბურთელი 23 წლის გახდა.

ხვიჩა კვარაცხელიას დაბადების დღეს ულოცავს სამთავროს დედათა მონასტერი და სოციალურ ქსელში ფეხბურთელის მონაწილეობით ვიდეოკოლაჟს აქვეყნებს:

„ჩვენი დროის დიდ ფეხბურთელს, ჭეშმარიტ ქართველს და ღვთისმოშიშ ადამიანს, ქართული ფეხბურთის სიამაყეს – ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავთ დაბადების დღეს. წარმატება და ღვთის დიდი წყალობა მუდამ თანმდევი იყოს შენი ცხოვრების.

კიდევ და კიდევ ახალი მწვერვალები დაგეპყროს და ჩვენი ქვეყნის სახელი შორს გაგეტანოს მსოფლიოს მასშტაბით.

- Advertisement -
Ad imageAd image

უკვე დაიმსახურე, რომ ქართველმა ხალხმა შეგიყვარა, რადგან მათ გულებში გააჩინე კეთილი მომავალის იმედი. წინ და წინ გევლოს უფლის გზაზე.

იხარე ორსავ სოფელსა შინა. შენი მფარველი წმიდანების, მსოფიო ეკლესიის უდიდესი მამების, წმიდა ბასილი დიდის, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის, წმიდა იოანე ოქროპირის და წმიდა ნიკოლოზის ლოცვა გეწეოდეს“, – წერია სამთავროს დედათა მონასტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ჭეშმარიტ ქართველს და ღვთისმოშიშ ადამიანს, ქართული ფეხბურთის სიამაყეს, ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავთ დაბადების დღეს… – სამთავროს დედათა მონასტერი. 12 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ჭეშმარიტ-ქართველს-და-ღვ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi