სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„გამოსაკვლევია, რატომ დაკარგა სიმაღლე საჰაერო ბურთმა“ - 3 მიზეზი, რასაც შეეძლო, ასურეთის...

„გამოსაკვლევია, რატომ დაკარგა სიმაღლე საჰაერო ბურთმა“ – 3 მიზეზი, რასაც შეეძლო, ასურეთის უბედური შემთხვევა გამოეწვია

„საჰაერო ბურთმა გაიფრინა დაახლოებით, 260 კილომეტრამდე და მანამდე რომ პრობლემა არ ყოფილიყო, ჩამოვარდნა არ მოხდებოდა, ანუ სიმაღლის დაცემა მოხდა,“ – ამის შესახებ ჟურნალ „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა, ირაკლი ალადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ალადაშვილმა აღნიშნა, გამოსაკვლევია, რატომ დაკარგა სიმაღლე საჰაერო ბურთმა. მისივე თქმით, ნებისმიერ ავიაშემთხვევას 3 მიზეზი აქვს – ეკიპაჟის შეცდომა, საფრენი აპარატის ტექნიკური პრობლემა და რთული მეტეოროლოგიური პირობები. საავიაციო შემთხვევის გამომწვევი, შესაძლოა, ზემოხსენებული ორი ან სულაც სამივე მიზეზიც კი გახდეს.

მისივე შეფასებით, რევაზ უთურგაული ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ამ საქმის პიონერი იყო საქართველოში, შესაბამისად, მფრინავებს გამოცდილება ჰქონდათ.

„ფოთის სტადიონიდან აფრინდნენ და გეზი აღმოსავლეთ საქართველოსკენ აიღეს, ეს სატესტო ფრენა უნდა ყოფილიყო, რის შემდეგაც იგივე ეკიპაჟი უკვე შორს, სარეკორდო გადაფრენას გეგმავდა. საჰაერო ბუშტის ფრენის ასეთი მარშრუტი სრულიად გასაგები გახლდათ, რადგან იმ საათებში 30-50 კმ/სთ სიჩქარის ქარი სწორედ ჩრდილო-დასავლეთის იყო, რომელსაც ეს საჰაერო ბუშტი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ უნდა გამოეფრინა. ასეც მოხდა, ბაკურიანის თავზე, შედარებით დაბალ სიმაღლეზე დაფიქსირებული იქნა ეს საჰაერო ბუშტი, რის შემდეგაც ეტყობა მალევე მოხდა კატასტროფა – საჰაერო ბუშტმა სიმაღლე დაკარგა, დაბლა ჩამოეშვა და წამოედო მაღალი ძაბვის სადენებს ასურეთთან. ასურეთი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ზღვის დონიდან 760-800 მეტრზეა, რაც გადაულახავ სიმაღლეს არ წარმოადგენს, რაც აჩენს ეჭვს, რომ საჰაერო ბურთს უფრო რაიმე ტექნიკური პრობლემა გაუჩნდა, რამაც მას ფრენის სიმაღლე ასე კატასტროფულად დააკარგვინა,“- აცხადებს ალადაშვილი.

ამასთან, როგორც ალადაშვილი აცხადებს, საჰაერო ბურთს, იგივე აეროსტატს არ აქვს ძრავა, რომ იმართოს, მიმართულებას ვერ მისცემ, ის არის მინდობილი ქარს.

„სავარაუდოა, რომ მოხდა რაღაც პრობლემა, რის გამოც აეროსტატმა სიმაღლე დაკარგა და მისი მართვა შეუძლებელი გახდა. ეს, რა თქმა უნდა, გამოძიებით უნდა დადგინდეს. რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არ გადმოხტნენ საჰაერო ბურთიდან, ამას ვერ გეტყვით. როგორც მივხვდი, თვითონ ბორტზეც ხდებოდა გადაღება. ამასთან, ეს არის თანამედროვე საჰაერო ბურთი მსოფლიოში და წესით, უნდა ჰქონდეს ელექტრონული ხელსაწყოები და ვიდეო კადრებიც, თუ იმ საშინელ ხანძარს გადაურჩა,“- განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

მისივე ცნობით, კატასტროფაგანცდილი საჰაერო ბუშტი-აეროსტატი Cameron Z-315-ის ტიპის იყო, ის 2022 წელს იყო გამოშვებული და ეკუთვნოდა პირადად რევაზ უთურგაურს. მისი კომპანიის შპს Sky Travel-ის ბალანსზე კიდევ სამი საჰაერო ბუშტი-აეროსტატი ირიცხება. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი