ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„რა უნდა შეაგებო მშველელ სიტყვად იმ ქალს, შვილები და ქმარი რომ წაართვა...

„რა უნდა შეაგებო მშველელ სიტყვად იმ ქალს, შვილები და ქმარი რომ წაართვა მეწყერმა.. ქალს – მათთვის წასულს უცხო ქვეყანაში და მათ საგლოვად ჩამოსულს“

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილ მეწყერს, რომელმაც 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსით ეხმიანება.

„რა უნდა შეაგებო მშველელ სიტყვად იმ ქალს, ახლა შვილები და ქმარი რომ წაართვა მეწყერმა. იმ ქალს – მათთვის წასულს უცხო ქვეყანაში და მათ საგლოვად ჩამოსულს. უძალოა ყველა ეგეთი შემწე და იმთავითვე განწირული.

შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც – მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ. დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი.

მე მხოლოდ ძალას ვუსურვებ მათ, იმ გამოუცნობ ძალას, რომელიც სიცოცხლეში აჯიუტებს ადამიანს, სხვა დარჩენილი სიცოცხლეების დასახმარებლად. იმ ძალას, შვილდაკარგული ბებიაჩემის თვალებში რომ ვხედავდი, თუმცა არასდროს მინახავს მისი თვალები, რადგან სულ დახრილი ჰქონდა“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

  ნინი დედალამაზიშვილმა დაბადების დღის ტორტი თამარ ჩერგოლეიშვილსა და გიგა ბოკერიასთან ერთად ჩააქრო
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი