„რა უნდა შეაგებო მშველელ სიტყვად იმ ქალს, შვილები და ქმარი რომ წაართვა მეწყერმა.. ქალს – მათთვის წასულს უცხო ქვეყანაში და მათ საგლოვად ჩამოსულს“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილ მეწყერს, რომელმაც 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსით ეხმიანება.

„რა უნდა შეაგებო მშველელ სიტყვად იმ ქალს, ახლა შვილები და ქმარი რომ წაართვა მეწყერმა. იმ ქალს – მათთვის წასულს უცხო ქვეყანაში და მათ საგლოვად ჩამოსულს. უძალოა ყველა ეგეთი შემწე და იმთავითვე განწირული.

შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც – მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ. დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი.

მე მხოლოდ ძალას ვუსურვებ მათ, იმ გამოუცნობ ძალას, რომელიც სიცოცხლეში აჯიუტებს ადამიანს, სხვა დარჩენილი სიცოცხლეების დასახმარებლად. იმ ძალას, შვილდაკარგული ბებიაჩემის თვალებში რომ ვხედავდი, თუმცა არასდროს მინახავს მისი თვალები, რადგან სულ დახრილი ჰქონდა“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „რა უნდა შეაგებო მშველელ სიტყვად იმ ქალს, შვილები და ქმარი რომ წაართვა მეწყერმა.. ქალს – მათთვის წასულს უცხო ქვეყანაში და მათ საგლოვად ჩამოსულს“. 8 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/რა-უნდა-შეაგებო-მშველელ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi