სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ყველა მაღალმთიანი სოფელია რისკის ქვეშ, სადაც არ იყო ნავარაუდევი მეწყერი, შესაძლოა, იქაც...

„ყველა მაღალმთიანი სოფელია რისკის ქვეშ, სადაც არ იყო ნავარაუდევი მეწყერი, შესაძლოა, იქაც კი ჩამოწვეს“ – ნინო ჩხობაძე

„ჩვენ ვამბობთ, რომ ფაქტობრივად, ყველა მაღალმთიანი სოფელი არის რისკის ქვეშ. იმიტომ, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე, მიწის ეროზიის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, სადაც არ იყო ნავარაუდევი მეწყერი, იქაც კი ჩამოწვეს“, – ამის შესახებ „მწვანეთა მოძრაობის” თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ნინო ჩხობაძე ამბობს, მეწყერსაშიში ზონების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში არ ჰყავთ დარგის სპეციალისტები, რომლებიც ამ შეტყობინების წაკითხვას და შესაბამის რეაგირებას შეძლებენ.

ამასთან, „მწვანეთა მოძრაობის” თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს დაკვეთით, კონკრეტული ორგანიზაცია რისკების თვალსაზრისით, შესაბამის სქემებს ამზადებს, თუმცა პროექტი დასრულებული არ არის.

„როგორც წესი, შეტყობინებები, მეწყერსაშიში ზონების შესახებ ცნობა ვრცელდება. ეს ინფორმაცია რომ ჩადის მუნიციპალიტეტებში, შემდეგ მათ უნდა დაიარონ ეს კერები და კარგად შეისწავლონ. თუმცა, როგორც წესი, ადგილზე მომუშავე არცერთი პერსონალი არ არის, ვისაც შეუძლია ამ დოკუმენტების წაკითხვა. კი ბატონო, ინფორმაციას ავრცელებს გარემოს სააგენტო, მაგრამ შემდეგ ვინ აკეთებს ამაზე რეაგირებას? ადგილზე უნდა იყოს სპეციალისტი, რომელსაც ამის წაკითხვა შეუძლია. არ გვყავს სპეციალისტები, რომლებიც მუდმივ მონიტორინგს განახორციელებენ ადგილზე და ნახავენ, სად შეიძლება იყოს კიდევ წარმოქმნილი კერა. ამას ჰქვია პრევენციული ღონისძიებები, რომელიც შეიძლება, გაკეთდეს ყველგან.

ჩვენ ვამბობთ, რომ ფაქტობრივად, ყველა მაღალმთიანი სოფელი არის რისკის ქვეშ. იმიტომ, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე, მიწის ეროზიის არსებობს შემთხვევაში, შესაძლოა, სადაც არ იყო ნავარაუდევი მეწყერი, იქაც კი ჩამოწვეს. სამწუხაროდ, არ გვაქვს არც ადაპტაციური ღონისძიებების გეგმა, არც მუნიციპალიტეტებში არის მზაობა, რომ ეს გახდეს მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ ვრეაგირებთ პოსტ ფაქტუმ, მოხდა ტრაგედია და შემდეგ ვიწყებთ ძიებას, რა იყო მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ სისტემები მუდმივად არ მუშაობს და მთლიანი სისტემა აწყობილი არ არის. დავდევთ უკვე მომხდარს და პრევენციას არ ვაკეთებთ. არ ვეუბნებით მოსახლეობას, რომ მოდით, სიფრთხილე გამოვიჩინოთ, მოდით, იქნებ გავამაგროთ თუნდაც ფერდები, რომელიც არის “სათუო”. ეროზიული პროცესები არ ხდება თავისით, როგორც წესი, ეს არის კლიმატის ცვლილების ფონიც, ადამიანის მუშაობის და მიწის ნაკვეთის არასწორად მოხმარების შედეგიც. ამ მომენტში იწყება ასეთი მეწყრული პროცესების წარმოქმნა.

ჩვენ, გარემოს დამცველები ველოდებით, რომ ძალიან მალე, ასეთი რისკები უფრო მეტი შეიძლება იყოს. თუ გვინდა, რომ რამეს მივაღწიოთ, ქვეყანას უნდა ჰქონდეს ადაპტაციური ღონისძიებები, რომელიც იქნება თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით დამუშავებული და ყველა მუნიციპალიტეტს ექნება შესაბამისი დაკვირვების სისტემები. თუ ეს არ გაკეთდა, ჩვენ ვერასდროს მოვახდენთ ტრაგედიების პრევენციას. ძალიან კარგად უნდა იყოს აღქმული, რომ მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლება არ არის ამაზე პასუხისმგებელი, ადგილობრივი თვითმმართველობებიც არიან პასუხისმგებელნი და სპეციალისტები ადგილზე უნდა გვყავდნენ. შოვის ტრაგედიის დროსაც ამას ვამბობდით.

ახლა ერთ-ერთი ორგანიზაცია სამინისტროს უკეთებს რისკების თვალსაზრისით კონკრეტულ სქემებს, მაგრამ ჯერ დასრულებული არ არის. ახლა უნდა იყოს მეორე შეხვედრა“,- ამბობს ნინო ჩხობაძე. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი