სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსვინ არის ზელენსკის თანაპარტიელი, წარმოშობით ბათუმელი ანდრეი შარაშიძე, რომელსაც სუს-ი საქართველოში ასაფეთქებელი...

ვინ არის ზელენსკის თანაპარტიელი, წარმოშობით ბათუმელი ანდრეი შარაშიძე, რომელსაც სუს-ი საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანას ედავება?

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის შე­მო­ტა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს 7, უკ­რა­ი­ნის 3 და სომ­ხე­თის 2 მო­ქა­ლა­ქე იყო ჩარ­თუ­ლი და პრო­ცესს ორ­გა­ნი­ზე­ბას უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, “ხალ­ხის მსა­ხუ­რის” წევ­რი ან­დრეი შა­რა­ში­ძე უწევ­და.

2020 წელს ოდე­სის ოლ­ქის ად­გი­ლობ­რი­ვი რა­დას კი­ე­ვის რა­ი­ო­ნის დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი პარ­ტი­ი­დან „ხალ­ხის მსა­ხუ­რი“ ან­დრეი შა­რა­ში­ძე წარ­მო­შო­ბით ქა­ლაქ ბა­თუ­მი­და­ნაასუს-ის გან­ცხა­დე­ბით, შა­რა­ში­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რე­დან აქ­ტი­ურ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას უწევ­და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას.

“სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტულ­მა ცენ­ტრმა, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე ერ­თე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ამო­ი­ღო.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, წი­ნას­წა­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, კონ­კრე­ტუ­ლი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად, ამო­ღე­ბუ­ლია ელექტრო მან­ქა­ნის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ორი ერ­თე­უ­ლი აკუ­მუ­ლა­ტო­რი. არ­სე­ბუ­ლი აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო კონ­ტე­ი­ნე­რე­ბად.

“ორი­ვე მათ­გან­ში ჯამ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ექ­ვსი ერ­თე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რი გამ­ნაღმვე­ლი ჯგუ­ფის მიერ ამო­ღე­ბულ იქნა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და ნივ­თი­ე­რე­ბა, რაც ექ­სპერ­ტი­ზი­სათ­ვის გა­და­იგ­ზავ­ნა შსს-ს სა­ექ­სპერ­ტო-კრი­მი­ნა­ლის­ტი­კურ დე­პარ­ტა­მენ­ტში. ხოლო ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, აღ­ნიშ­ნულ კონ­ტე­ი­ნე­რებს და­უბ­რუნ­და პირ­ვან­დე­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი სახე და ე.წ. მუ­ლა­ჟე­ბის სა­ხით კვლავ დაბ­რუ­ნე­ბულ იქნა ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ ამა­ნათ­ში, რათა წარ­მო­ე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ არ გამ­ხდა­რი­ყო ცნო­ბი­ლი რო­გორც დამ­კვე­თე­ბის, ისე შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის­თვის. ამა­ნა­თის შემ­დგო­მი გა­და­ად­გი­ლე­ბის პრო­ცე­სი, რა თქმა უნდა, კონ­ტროლ­დე­ბო­და კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის მთა­ვარ მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და დამ­კვე­თე­ბი­სა და და­მა­ტე­ბი­თი პი­რე­ბის დად­გე­ნა, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა ჩარ­თულ­ნი ყო­ფი­ლიყ­ვნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტვირ­თის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის საქ­მე­ში, ასე­ვე, დად­გე­ნი­ლი­ყო ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტი და მათი გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ბო­ლოო მიზ­ნე­ბი.

დად­გე­ნი­ლია, რომ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი სამ­ხედ­რო წარ­მო­ე­ბის პლას­ტი­კურ ასა­ფეთ­ქე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბას C-4 შე­ი­ცავს, რომ­ლის მოქ­მე­დე­ბა­ში მოყ­ვა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია ელექტრო დე­ტო­ნა­ტო­რის და სპე­ცი­ა­ლუ­რი ტა­ი­მე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით. ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის სა­ერ­თო წონა 14 კი­ლოგ­რამს აღ­წევს. კონ­ტე­ი­ნე­რებ­ში ასე­ვე მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო 6 ერ­თე­უ­ლი დე­ტო­ნა­ტო­რი და 6 ერ­თე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­სა­ღე­ბი. ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის ექ­ვსი­ვე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ყუთ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი იყო მოქ­მე­დე­ბა­ში მო­საყ­ვა­ნი ამ­დე­ნი­ვე ელექტრო­ნუ­ლი ტა­ი­მე­რი, რო­მელ­შიც პროგ­რა­მუ­ლად უკვე ჩა­წე­რი­ლი იყო მოქ­მე­დე­ბა­ში მო­საყ­ვა­ნი დრო.ამო­ღე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის პირ­ვე­ლა­დი შეს­წავ­ლის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ექ­ვსი­ვე მო­წყო­ბი­ლო­ბა დამ­ზა­დე­ბუ­ლია მა­ღა­ლი დო­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტის მიერ და გათ­ვლი­ლია და­ზი­ა­ნე­ბის ფარ­თო რა­დი­უს­ზე. ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში მსგავ­სი მო­წყო­ბი­ლო­ბის ამოქ­მე­დე­ბა გა­მო­იწ­ვევ­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან და­ზი­ა­ნე­ბას და მას­შტა­ბურ მსხვერ­პლს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის მუხ­ტი სიმ­ძლავ­რით ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ტრო­ტი­ლის მუხტს.

კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის მიერ კომ­პლექ­სუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გა­მო­კი­თხუ­ლი მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი­სა და ამო­ღე­ბუ­ლი აუ­დიო ფა­ი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დგინ­დე­ბა, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და ნივ­თი­ე­რე­ბა უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ოდე­სი­დან რუ­მი­ნე­თის, ბულ­გა­რე­თის და თურ­ქე­თის გავ­ლით მიმ­დი­ნა­რე წლის 19 იან­ვარს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ი­ტა­ნეს სა­კონ­ტრო­ლო გამ­შვე­ბი პუნ­ქტით „სარ­ფი“ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მი­ნი­ვე­ნის ტი­პის ავ­ტო­მო­ბი­ლით და იგეგ­მე­ბო­და მისი გა­ტა­ნა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში, კონ­კრე­ტუ­ლად ქა­ლაქ ვო­რო­ნეჟ­ში, სა­კონ­ტრო­ლო გამ­შვე­ბი პუნ­ქტის „და­რი­ა­ლი“ მეშ­ვე­ო­ბით.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, დამ­კვე­თის და­ვა­ლე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა და პრო­ცეს­ში ჩარ­თულ­მა პი­რებ­მა, ერთ-ერთი კონ­ტე­ი­ნე­რის, სა­დაც სამი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, ქვეყ­ნი­დან გა­ტა­ნა სცა­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლი პუნ­ქტი­დან. ხოლო მე­ო­რე კონ­ტე­ი­ნე­რი – სამი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბით, და­ტო­ვეს თბი­ლის­ში კონ­კრე­ტულ მი­სა­მარ­თზე. კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ შე­ჩე­რე­ბულ და ამო­ღე­ბულ იქნა აღ­ნიშ­ნუ­ლი გზავ­ნი­ლი იმ დროს, რო­დე­საც მას უნდა გა­და­ეკ­ვე­თა სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გე­ნი­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნა­ში, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში, ერთ-ერთი კონ­ტე­ი­ნე­რის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ტრან­ზი­ტუ­ლად გა­ტა­ნა­ში, ხოლო მე­ო­რე მათ­გა­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში გან­თავ­სე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს 7, უკ­რა­ი­ნის 3 და სომ­ხე­თის 2 მო­ქა­ლა­ქე. საქ­მის მა­სა­ლე­ბით აღ­ნიშ­ნულ პრო­ცესს ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევ­და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, 2020 წელს ოდე­სის ოლ­ქის ად­გი­ლობ­რი­ვი რა­დას კი­ე­ვის რა­ი­ო­ნის დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი პარ­ტი­ი­დან „ხალ­ხის მსა­ხუ­რი“ ან­დრეი შა­რა­ში­ძე, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ქა­ლაქ ბა­თუ­მი­და­ნაა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რე­დან აქ­ტი­ურ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას უწევ­და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას. გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გე­ნი­ლია, რომ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის­თვის, გარ­და შა­რა­ში­ძი­სა, სა­ვა­რა­უ­დოდ ცნო­ბი­ლი არ იყო მან­ქა­ნის აკუ­მუ­ლა­ტო­რებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი­სა და კაფ­სულ-დე­ტო­ნა­ტო­რე­ბის შე­სა­ხებ.

ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბის მხი­ლე­ბის, სპე­ცი­ა­ლუ­რი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის დამ­ზა­დე­ბის, გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტის, სა­ბო­ლოო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლის დად­გე­ნის, თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის და სამ­ხი­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით.

რაც შე­ე­ხე­ბა ქა­ლაქ თბი­ლის­ში და­ტო­ვე­ბულ სამ ერ­თე­ულ ასა­ფეთ­ქე­ბელ მო­წყო­ბი­ლო­ბას – გან­კუთ­ვნი­ლი იყო რუ­სეთ­ში გა­სა­ტა­ნად თუ უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო სა­ბო­ლო­ოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დე­ბა­ში მო­საყ­ვა­ნად, ამას მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს. თუმ­ცა, აღიშ­ნუ­ლი საქ­მის დე­ტა­ლე­ბი და ფაქ­ტობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა იძ­ლე­ვა იმის ეჭ­ვის სა­ფუძ­ველს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა და მთელ ამ პრო­ცეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მრავ­ლად ჩარ­თვა, ემ­სა­ხუ­რე­ბო­და იმ მო­საზ­რე­ბის შექ­მნას, რომ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ მის ფარ­გლებს გა­რეთ, დაბ­რა­ლე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს რო­გორც და­გეგ­მვის, ისე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ნა­წილ­ში.

ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრი, გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა­სა და შე­ნახ­ვას. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით სა­მი­დან ექვს წლამ­დე. თუმ­ცა, გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში შე­საძ­ლოა და­ზუს­ტდეს კვა­ლი­ფი­კა­ცია და გა­მო­ძი­ე­ბა ასე­ვე 18-323 მუხ­ლით გაგ­რძელ­დეს, რაც ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მომ­ზა­დე­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით ათი­დან თხუთ­მეტ წლამ­დე.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე კომ­პლექ­სუ­რად მიმ­დი­ნა­რე ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის­თვის მად­ლო­ბას ვუხ­დით სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს“, – გა­ნა­ცხა­დეს სუს-ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, „პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი“ წარ­მო­შო­ბით ბა­თუ­მე­ლი, უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე ან­დრეი შა­რა­ში­ძე იყო, რო­მე­ლიც 2020 წელს ოდე­სის ოლ­ქის რა­და­ში „ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ პარ­ტი­ი­დან იყ­რი­და კენ­ჭს.

უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ში, ან­დრეი შა­რა­ში­ძე­ზე მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია იძებ­ნე­ბა. ძი­ე­ბის შე­დე­გად მოვ­ხვდით შა­რა­ში­ძის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე, რო­დე­საც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში იყო ჩარ­თუ­ლი. შა­რა­ში­ძე ოდე­სის ქუ­ჩებ­ში და­დის ამ­ბობს: ნე­ბის­მი­ე­რი ოჯა­ხის ყვე­ლა­ზე დიდი სევ­და ნარ­კო­მა­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს “სიკ­ვდი­ლის ნიშ­ნე­ბი” – ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი და ვებგ­ვერ­დის მი­სა­მარ­თე­ბი, სა­ი­და­ნაც ყიდ­ვა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი იწე­რე­ბა მთე­ლი კი­ე­ვის რე­გი­ონ­ში. მე გა­ვა­სუფ­თა­ვებ ტე­რი­ტო­რი­ას ამ მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი საფრ­თხის­გან და გპირ­დე­ბით, რომ თქვენს შვი­ლებს ქუ­ჩი­დან გა­მო­ვიყ­ვან! და­ვარ­წმუ­ნებ მათ, რომ სპორ­ტი და ცხოვ­რე­ბა გა­ნუ­ყო­ფე­ლია! მე ყო­ველ­თვის მო­ვალ თქვენს და­სახ­მა­რებ­ლად, რად­გან მე ვარ თქვე­ნი სას­წრა­ფო!

2020 წლის 24 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ, გვერ­დზე ინ­ფორ­მა­ცია არ გა­ნახ­ლე­ბუ­ლა. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი