მომღერალი აჩიკო გულედანი შვილს, მარიამ გულედანს საჯაროდ მიმართვას, სადაც ურჩევს, რომ კითხვების დასმის არ მოერიდოს და თქვას, რასაც ფიქრობს.
მომღერალმა შვილს პოსტი მაშ შემდეგ მიუძრვნა, რაც მარიამს ჰაგიოგრაფიის სწავლების შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა. „მინდა, ვინმემ დამიბრუნოს ის დრო, რომელიც „გრიგოლ ხანძთელის” წაკითხვაში დავკარგე”, – თქვა მარიამმა „ფორმულას“ ეთერში.
„ერთი ამბავი აგიტეხავს, შულო )) სანამ ჰაგიოგრაფიაზე, სწავლების მეთოდებზე, ან ისტორიის ცოდნის აუცილებლობაზე მეასედ დავილაპარაკებთ მე და შენ, ბარემ საჯაროდ გეტყვი: კითხვების დასმის არ მოგერიდოს, არც “სხვა რას იფიქრებს” მაგის. რაც უფრო მეტს გდევნიან, ან გლანძღავენ, უფრო სწორ გზაზე ხარ იცოდე. მეტი კითხვა დაუსვი შენ თავს და სხვასაც და ყოველთვის თქვი ის, რასაც ფიქრობ არ არის მარტივი ეგ, მაგრამ “ჩვენ” რომ ვერ შევძელით, ანგარიში რომ გავუწიეთ და ტონს დავუწიეთ, იმიტომ ვართ იქ, სადაც ვართ.
მოკლედ, შენ გზაზე იარე მამუს. ისეც და ასეც, სულ შენთან ვარ, ან ასტამით, ან ასტამზე“, – წერს გულედანი.
მასალის გამოყენების პირობები