საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მისი მეუღლე, ნატალია მოწონელიძე, რომელიც ამჟამად მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარეა, თანამდებობას დატოვებს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, დატოვებს თუ არა მისი მეუღლე თანამდებობას, კობახიძემ უპასუხა “რა თქმა უნდა”.
“არავითარი ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება. კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამის ზომებს. თუმცა რომც არ ითვალისწინებდეს, მაინც გამოირიცხებოდა ყველანაირი ფორმალური თუ არაფორმალური ინტერესთა კონფლიქტი”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
გარდა სააგენტოს თავმჯდომარეობისა, ირაკლი კობახიძის დეკლარაციის თანახმად, ნატალია მოწონელიძე თსუ-შიც ასწავლის.
პრემიერობის კანდიდატმა დეკლარაცია ბოლოს 31 იანვარს შეავსო. ირაკლი კობახიძის დეკლარაციის თანახმად, გასული წლის განმავლობაში მოწონელიძემ ირაკლი კობახიძეზე მაღალი – 85,377 ლარის ანაზღაურება მიიღო. რაც შეეხება თსუ-ს ანაზღაურებას, ნატალია მოწონელიძემ გასული წლის განმავლობაში 11,472 ლარის შემოსავალი მიიღო.
ირაკლი კობახიძის სახელფასო სარგო კი, 2023 წელს პარლამენტში 61,168 ლარი იყო, ხოლო თსუ-ში 13 989 ლარი. წყარო
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). რას საქმიანობს და რამდენს გამოიმუშავებს წელიწადში ირაკლი კობახიძის მეუღლე – მომავალი პრემიერის თქმით, ნატალია მოწონელიძე თანამდებობას დატოვებს. 6 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/რას-საქმიანობს-და-რამდენ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T02:21:45+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
