კვირა, აპრილი 19, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„დაავადება X არის მსოფლიოს მზადება მომდევნო პანდემიისთვის“ - ივანე ჩხეიძე განმარტავს, რას...

„დაავადება X არის მსოფლიოს მზადება მომდევნო პანდემიისთვის“ – ივანე ჩხეიძე განმარტავს, რას ნიშნავს ეს

იანვარში შვეიცარიაში, დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დამსწრე საზოგადოებას, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ თუ ბიზნეს ლიდერებს დაავადება X-ის პანდემიისთვის მომზადებისკენ მოუწოდა. WHO-ს შეფასებით, პანდემიის ახალი ტალღა შესაძლოა, კოვიდზე 20-ჯერ უფრო ფატალური იყოს.

რა არის დაავადება X და რატომ უნდა მოვემზადოთ მისგან გამოწვეული პანდემიისთვის – ამ საკითხზე BMGTV-ის გადაცემა BMG Drive-ში ექიმმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაავადება X ჰიპოთეტურია და მისი მიზანი მსოფლიოს მომდევნო პანდემიისთვის მომზადებაა.

“კოვიდპანდემიამ ბევრი რამ შეცვალა. მაგალითად, რომ არ ყოფილიყო პანდემია, არ გვექნებოდა ახალი ტიპის ვაქცინები. კიდევ ერთი დადებითი, რაც პანდემიამ მოგვიტანა არის ის, რომ წარუმატებელი მართვა და პრევენცია – რა გაკვეთილიც მიიღო მსოფლიომ – აღმოჩნდა სერიოზული სტიმული იმისთვის, რომ პანდემია [ოფიციალურად] დასრულებული არ არის და უკვე ვემზადებით შემდეგი პანდემიისთვის. დაავადება X არის სწორედ მთელი მსოფლიოს მზადება მომდევნო პანდემიისთვის, რომლის უკანაც შეიძლება რაღაც დაავადება იდგეს – არა რომელიმე კონკრეტული, თუმცა არსებობს ჩამონათვალი კონკრეტული ვირუსებისა, რომლებმაც შეიძლება ახალ პანდემიას დაუდონ საფუძველი. ამ თემაზე საუბარი 2015 წლიდან დაიწყო, 2018 წელს პირველად შეიქმნა პოტენციური ვირუსების ჩამონათვალი, მაგრამ პანდემიამ ამ მზადებას ძალიან დიდი ბიძგი მისცა, რაც ძალიან კარგია”, – განმარტავს ივანე ჩხაიძე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მომდევნო პანდემიისთვის მომზადება უკვე დავიწყოთ და სხვადასხვა დაავადებისთვის ვაქცინაციები დროულად დავამზადოთ, რადგან მომდევნო 40 წელი პანდემიის გარეშე ვერ ჩაივლის.

“დავოსის ფორუმზე ამ საკითხის გამოტანის უკან იდგა მარტივი სურვილი – თანხების მოძიება. მომდევნო 5 წლის განმავლობაში 124 მლრდ დოლარია გათვალისწინებული იმისათვის, რომ დაავადება X-ისთვის მოვემზადოთ. ეს ნიშნავს, რომ კვლევები გახდება ინტენსიური და, თუ ახლა ჯანმო ებოლას პანდემიისთვის ემზადება, მას შეუძლია სახსრები ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინისკენ მიმართოს. ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი და სერიოზული ნაბიჯი. უნდა ვიცოდეთ, რომ პანდემია აუცილებლად იქნება. წარმოუდგენელია მომდევნო 30-40 წელი მსოფლიო პანდემიის გარეშე იყოს”, – ამბობს ივანე ჩხაიძე.

  „თოდუას კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე გინეკოლოგიურ კაბინეტში

როგორი იქნება მომდევნო პანდემია, არავინ იცის, თუმცა ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომ ჯანმო პანდემიის საწყისად ბიოტერორიზმს არ გამორიცხავს.

“ჯანმო არ გამორიცხავს ხელოვნური ვირუსით გამოწვეულ პანდემიასაც. სავსებით შესაძლებელია, მსგავსი ვირუსი ლაბორატორიაშიც შეიქმნას და ეს ჩვეულებრივი ბიოტერორიზმია, რაზეც კორონა ვირუსთან მიმართებითაც ბევრი საუბარი იყო. ეს საუბრები არსებობს, მათ გარკვეული საფუძველი აქვთ და შესაძლებლობა, რომ მომავალი პანდემია ბიოტერორიზმის ფრაგმენტი იყოს, გამორიცხული არ არის”, – ამბობს ის. წყარო

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.