დედაქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე შესაძლოა, ახალი საბაგიროები აშენდეს. აღნიშნულს გულისხმობს დანიური კომპანიის „რამბოლის“ მიერ შემუშავებული ტრანსპორტის გეგმა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საბაგირო სისტემების აშენება უფრო იაფია, ვიდრე მეტრო ან ტრამვაი, განსაკუთრებით ისეთ რელიეფზე, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა საშუალებების განვითარება მნიშვნელოვან ტექნიკურ გამოწვევებთანაა დაკავშირებული.
გეგმაში, ნათქვამია, რომ ურბანული საბაგირო ყველაზე მეტი ზემოქმედების მქონე იქნება შემდეგ ექვს დერეფანზე (დალაგებულია პრიორიტეტის მიხედვით):
მარშრუტი 1 – ისანი – ვაზისუბანი;
მარშრუტი 2 – სარაჯიშვილი – ზღვისუბანი;
მარშრუტი 3 – ვაჟა-ფშაველა – ნუცუბიძის პლატო;
მარშრუტი 4 – დიდი დიღომი – დელისი;
მარშრუტი 5 – სადგურის მოედანი – ვარკეთილი;
მარშრუტი 6 – სამგორის საბაგიროს რეაბილიტაცია.
„AFD-მ დეტალური ტექნიკური ანალიზი და წინასწარი მიზანშეწონილობის კვლევა ჩაატარა მარშრუტებზე ისანი – ვაზისუბანი და სარაჯიშვილი-ზღვისუბანი. ასევე ჩატარდა დეტალური განხილვები TUDA-სა და ფინანსთა სამინისტროსთან უახლოეს მომავალში ამ ორი ხაზის დაფინანსების შესაძლებლობის შესახებ. ყველა შემოთავაზებულ მარშრუტზე არსებითია, რომ შემოთავაზებული სადგურებისთვის მიწა და მარშრუტის ხაზები დაცული იყოს ნებისმიერი მომავალი კომერციული ან საცხოვრებელი განაშენიანებისგან“,- ნათქვამია ტრანსპორტის გეგმაში. წყარო
მასალის გამოყენების პირობები