მომღერალ გია სურამელაშვილს ძვირფასი, 100 კარატიანი ტოპაზის თვლიანი ბეჭედი აჩუქეს.
საჩუქარი სურამელაშვილმა ტიკ-ტოკზე განთავსებულ ვიდეოში გამოაჩინა და საჩუქრისთვის მეგობარს და დიზაინერს მადლობა გადაუხადა.
„ამ ბეჭედმა სასწაული ამბავი დაიმსახურა. 100 კარატიანი ტოპაზი, რომელიც ამისრულა ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა ამერიკაში. ამისრულეს ლამაზი ოცნება. ერთ-ერთი ოცნება იყო და ასე, დიდ, დამრგვალებულ თარიღზე, 55 წლის იუბილეზე, აღმოჩნდა ჩემს თითზე“, – ამბობს გია სურამელაშვილი.
@giasuramelashvili0
მასალის გამოყენების პირობები