აქტივისტი ნატა ფერაძე საკუთარ სახლში დააკავეს. როგორც ფერაძე აღნიშნა, ის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
„ვერ შემაშინებენ, ბრძოლა გრძელდება და უკანონობას ციხის შიგნიდან გამოვამჟღავნებ! ახლა ვნახავ, იქ რეებს მიქარავენ. ეს არის რადიკალების დასტვენილზე ცეკვა“, – განაცხადა ფერაძემ.
ამასთან, როგორც ნატა ფერაძემ განაცხადა, მას ამერიკის შეერთებული შტატები იცავს.
ცნობისთვის, ნატა ფერაძეს სასამართლომ ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა სტალინის გამოსახულებიანი მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმის გამო შეუფარდა. მოსამართლემ ის სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ მოსამართლის განჩინება ნატა ფერაძემ დღეს მიიღო და მის გადასაყვანად საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
ფოტო „პუბლიკა“
მასალის გამოყენების პირობები