სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარატომ გადაწყვიტა ნინი დედალამაზიშვილმა პოლიტიკაში წასვლა

რატომ გადაწყვიტა ნინი დედალამაზიშვილმა პოლიტიკაში წასვლა

გიგი დედალამაზიშვილის და, ნინი დედალამაზიშვილი, პოლიტიკაში მიდის. ნინი პროდიუსერია და მას საზოგადოება სხვადასხვა პროექტიდან იცნობს. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად ხორვატიაში ცხოვრობდა და სამშობლოში სწორედ ამ მიზნით დაბრუნდა.

ნინი დედალამაზიშვილი: აქამდე, „ევროპული საქართველოს“ ამომრჩეველი და პროექტების მხარდამჭერი ვიყავი, რადგან ეს გუნდი ძალიან მომწონს და მასთან შინაარსი მაკავშირებს. მათი ღირებულებები ჩემთან ყველაზე ახლოსაა. ახლა უკვე ამ გუნდის წევრი ვარ. მე პოლიტიკაში წასვლა სხვანაირად მესმის, მაშინ, როდესაც ასეთი საინფორმაციო ნიაღვარია, მაშინ, როდესაც ადამიანები ინფორმირებულ არჩევანს ვერ აკეთებენ, რადგან ყველა ერთი ჰგონიათ, მე, როგორც ინფორმირებულმა მოქალაქემ, ეს არჩევანი გავაკეთე, რადგან მაქვს იმის რესურსი, რომ ამ პოლიტიკური გუნდის გვერდით ვიდგე და შევეცადო, ის სხვებსაც იმ რაკურსით დავანახვო, როგორითაც მე ვხედავ და რის გამოცაა ჩემთვის ძალიან საინტერესო. ამ გუნდში ბევრი კარგი ადამიანი მუშაობს და როცა მათგან ეს შემოთავაზება მივიღე, დავთანხმდი.

– ბოლო პერიოდამდე თუ გიფიქრია პოლიტიკოსობაზე?

– მე ყოველთვის აქტიური მოქალაქე ვიყავი და საკუთარ მოსაზრებებს ყველაფერთან დაკავშირებით გამოვხატავდი. აპოლიტიკურობას უპასუხისმგებლობად აღვიქვამ. პოლიტიკას ნამდვილად შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოწვევა და ჩვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა, ამიტომ ვფიქრობ, რომ მასში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. „პოლიტიკა ბინძური საქმეა და მასში ჩართვა კარგი არ არის“ – ამ მითების შექმნით მათივე შემქმნელები სარგებლობენ. რეალურად, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება აქტიურად ჩართული პოლიტიკაში, მით უფრო მეტად შევძლებთ მოვლენების კონტროლს და ცუდი ნაკლებად მოხდება. პოლიტიკით ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი, რადგან მჯეროდა, რომ თუ საკუთარ პოზიციას ყოველთვის ხმამაღლა გამოხატავ და უსიტყვოდ არაფერს შეეგუები, ამას ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია.

– პირადად შენი თუ ოჯახის წევრების საქმიანობის გამო საზოგადოების მხრიდან სიყვარულს ხარ მიჩვეული. პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ ხშირია ხოლმე კრიტიკა და ნეგატიური დამოკიდებულებებიც ჩნდება, ამისთვის მზად ხარ?

– ბუნებრივია და მე ამისთვის მზად ვარ. თუმცა, მე პოლიტიკაში ყოფნა ზუსტად იმიტომ მინდა, რომ იმ ცვლილებების მონაწილე გავხდე, რომელსაც ადამიანები დადებითი კუთხით საკუთარ თავზე განიცდიან. ჩვენი გუნდის არსებობით მათი პრობლემები უნდა მოგვარდეს. ის, რაც დღეს ხდება და ის, რასაც მედიისგან ვისმენთ, საზოგადოებას საერთოდ არ აინტერესებს. ყველამ ვიცით, რომ ფოკუსში ადამიანების პრობლემები უნდა იყოს და არა პოლიტიკოსების დაპირისპირებები. ჩვენ ზუსტად ამომრჩევლების პრობლემების გადაჭრასა და მოგვარებას ვაპირებთ. ვინც პოლიტიკაში მიდის, ის კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა, ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ როგორი პოლიტიკოსიც ხარ და როგორც ზრუნავ შენს თანამოქალაქეებზე, ზუსტად ისეთი უკურეაქცია მოდის მათგან. სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ პოლიტიკას არ უნდა გაეკარო, მცდარია, რადგან ზუსტად ეს ტოვებს ჭაობში ჩვენს ქვეყანას.

მე ჩემს ცხოვრებას პოლიტიკას ვუკავშირებ, თუმცა, თანამდებობაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი ის იყო, რომ ჩემი შესაძლებლობები გამოვიყენო ისეთი საქართველოსთვის, როგორში ცხოვრებაც ძალიან გამიხარდება. ეს იყო ჩემი საქართველოში დაბრუნების მიზეზიც.

– როგორ შეხვდა ოჯახი შენს გადაწყვეტილებას?

– პატივისცემით. ჩვენ ერთმანეთის გადაწყვეტილებებს პატივს ვცემთ. ზრდასრული ადამიანები ვართ და ეს ბუნებრივია. ისიც ბუნებრივია, რომ ამ პროცესს ღელვა ახლავს თან, მაგრამ მე ყველა ჩემს ახლობელს თუ მეგობარს ვეუბნები, რომ უპირობო მხარდაჭერას არავისგან მოვითხოვ. მინდა, ყველა დაამკვიდრეს და გულწრფელად გახდნენ ჩვენი ამომრჩევლები.

– ბოლო პერიოდი ოჯახით ხორვატიაში ემიგრაციაში იყავი და მეუღლესთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები გქონდა. ამაზეც მოვყვეთ…

– ხორვატიაში ნახევარი წელი ვიყავით. მე პროდიუსერი ვარ, ეს ჩემი ერთ-ერთი პროფესიაა. ჩემი მეუღლე – სანდრო მარგველაშვილი დამდგმელი ოპერატორი და პროდიუსერია. ჩვენ ერთად ვმუშაობდით სხვადასხვა პროექტზე და სხვა ქვეყანაში ყველაფრის თავიდან დაწყება საინტერესო გამოცდილება იყო. ხორვატიაში ჩამოსვლისთანავე გავიცანით „ემის“ მფლობელი პროდიუსერი ჰრვოე ბოლიოვაჩი და გადაღებები დავიწყეთ მათი „ინსტაგრამის“ ოფიციალური გვერდისთვის, რაც მოიცავს ხორვატიაში სხვადასხვა ლოკაციის, ქალაქისა თუ კუნძულის გადაღებას… მათთან საქართველოს შესახებ ბევრს ვსაუბრობდით, რადგანაც პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პროდიუსერების ფოკუსში მოხვდეს.

საბოლოოდ, თავად შემოგვთავაზეს, რომ ასეთივე შინაარსის ვიდეო კონტენტით გაკეთდეს — Film in Georgia, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, შეთავაზებაში ჩვენი ქვეყანაც იყოს. შესაბამისად, ეს საერთაშორისო ბაზარზე ქართველი რეჟისორებისა და მსახიობების ჩართულობას გაზრდის. შედეგად, მათი „ემის“ მფლობელი კომპანია Light Film International (LFI), რომლის მომხმარებელთა სიაში Disney-ის, Coca-Cola-ს, National Georgraphic- ისა და სხვა მრავალ საერთაშორისო კომპანიას შეხვდებით, ახლა საქართველოში შემოდის. საქართველოში მათი წარმომადგენელი ჩემი მეუღლე იქნება.

– საკუთარ საქმეზე უარის თქმა, მით უმეტეს, ასეთი წარმატებების შემდეგ და პოლიტიკაში გადანაცვლება რთული არ იყო?

– არა, იმიტომ რომ პოლიტიკასაც საკუთარ საქმედ აღვიქვამ, რადგან მჯერა, რომ პოლიტიკას შეუძლია პოზიტიური ცვლილებების გამოწვევა, თუკი მას სწორი ხედვის მქონე ადამიანები წარმართავენ. არ ვიცი, ამაზე სასარგებლო ცხოვრებაში რა უნდა გავაკეთო. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი