ნარკოლოგის საგანგაშო მიმართვა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ცნობილი ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას აფრთხილებს.

სიხარულიძე დარგში არსებული გამოწვევების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ნარკოტიკის ერთი მოხმარებაც კი შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს.

„არ ვიცი რით გარდაიცვალა ის ბავშვი… ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას.

ფენტანილზე დავწერე 100-ჯერ და ახალს ვერაფერს ვიტყვი…

- Advertisement -
Ad imageAd image

არ მოიხმაროთ უცნობი ნივთიერება! მძიმე სინთეტიკური ნარკოტიკების ეპოქაა და ერთი მოხმარებაც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს!

შეცვალეთ კანონი! მომხმარებელსა და დამოკიდებულ ადამიანებს კი ნუ დასდევთ და უმწარებთ ცხოვრებას, არამედ დაეხმარეთ და იზრუნეთ მათზე.

ზიანის შემცირებას მიხედეთ! ზიანი შეამცირეთ რაც ნარკოტიკს მოაქვს! ქაღალდზე კი არა – რეალობაში გააკეთეთ რამე…

ინფორმაცია გაავრცელეთ ახალგაზრდებში – რა ნარკოტიკებია და რა საფრთხე ელით მათი მოხმარებისას.

შექმენით ადრეული შეტყობინების სისტემა !!!

- Advertisement -
Ad imageAd image

ჩაატარეთ კვლევა რა ნარკოტიკია შავ ბაზარზე!

გახსენით ინტოქსიკაციური ფსიქოზების მწვავე განყოფილება დიდ ქალაქებში, სადაც რეანიმატოლოგები, ფსიქიატრები და ნარკოლოგები იმუშავებენ!

სასწრაფო დახმარებას ჩაუტარეთ ტრენინგები-ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული მდგომარეობა როგორ მართონ!

და ასე შეიძლება გავაგრძელო ძალიან დიდხანს იმ პრობლემებზე, რაც დარგშია, უბრალოდ დაწერის აზრსაც ვერ ვხედავ.

იმდენია დღეს ამ დარგში ექსპერტი, გადაწყვეტილების მიმღები და მკურნალი ექიმი,რომ თვლაც ამერია და უამრავი სხვადასხვა პროფესიის ექიმი, რომლებიც დაჟინებული მზერით და კიდევ კაცმა არ იცის რა მეთოდებით მკურნალობენ ადამიანებს…ასე რომ, მე ჯობია სხვა  სფეროში გადავიდე,“ – წერს ზურა სიხარულიძე.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ნარკოლოგის საგანგაშო მიმართვა. 31 იანვარი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ნარკოლოგის-საგანგაშო-მიმ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi