იტალიაში, კომუნა ფროზინონეს მცხოვრები, რომლებმაც მსუბუქი დანაშაულის გამო შინაპატიმრობა აქვს მისჯილი, გაიქცა, რადგან შობის პატიმრებთან აღნიშვნა უნდოდა. ამის შესახებ Corriere Della Sera წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 24 წლის მარიო მარტო ცხოვრობს. შინაპატიმრობის დროს მას მარტოობა მოჰბეზრდა, ამიტომ სახლი ისე დატოვა, რომ ამის შესახებ არც პოლიციას და არც თავის ადვოკატს არ შეატყობინა. კაცი ციხის შენობასთან მივიდა და ითხოვდა, რომ სასჯელის ბოლომდე პატიმრობაში აეყვანათ.
მაგრამ ციხის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს და მარიო ოფიცრებს გადასცეს, რომლებმაც კაცს საშუალება მისცეს მისი თხოვნის მოსამართლისთვის მიემართა, უარის მიღების შემდეგ კი სახლში დააბრუნეს.
გაზეთი არ აზუსტებს რამდენი დრო დარჩა მარიოს სასჯელის მოხდამდე. თუმცა, გაქცევის გამო მას დამატებითი სასჯელი ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები