ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსკაცს, რომელმაც ავტობუსში ცოლი შვილების თანდასწრებით მოკლა, 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

კაცს, რომელმაც ავტობუსში ცოლი შვილების თანდასწრებით მოკლა, 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

როინ მებონიას, რომელმაც ავტობუსში ცოლი მოკლა, სააპელაციო სასამართლომაც 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დარჩა.

პროკურატურა უვადო პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას, ან სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდა. მათი თქმით, როინ მებონია შეზღუდული და შერაცხადია.

მოსამართლის გადაწყვეტილებას მოკლული სოფო კვარაცხელიას დედის პროტესტი მოჰყვა.

#drpkhakadze  #sheniganatleba

  "ქუჩაში მოგვიკლეს ავაზაკებმა...ერთი კვირა ებრძოდა სიკვდილს" - ვინ არის ვარკეთილში მოკლული 19 წლის ბიჭი: პროკურატურის განცხადება უმძიმეს დანაშაულზე
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი