„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჩვენების გარეშე საკეისროს ვინმეს ვუკრძალავთ“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რომ  ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ძალიან ცუდი ტენდენცია გვაქვს. მშობიარობების საშუალოდ, 55-60% ხდება საკეისროს მეშვეობით. აქედან ძალიან დიდი ნაწილი არის ჩვენების გარეშე საკეისროები, რაც სამომავლოდ ქვეყანაში დემოგრაფიულ პრობლემებს ქმნის.

„სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ შევქმენით ახალი ტარიფი, რომელიც არ ასხვავებს ფიზიოლოგიური მშობიარობას საკეისრო მშობიარობისგან და ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე ტარიფია. თუ საკეისრო ჩვენების გარეშე იქნება, ექიმს მოტივაცია ექნება რომ აღარ გააკეთოს და ასევე ექნება მშობიარესაც, რადგან მაშინ გადახდა თვითონ მოუწევს.

გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენ ჩვენების გარეშე საკეისროს ვინმეს ვუკრძალავთ. ჩვენ არავის არაფერს ვუკრძალავთ – ვამბობთ, რომ სწორ შემთხვევაში სახელმწიფო სწორად ჩატარებულ საკეისროს, მშობიარობასა და ექიმის ხარჯებს დააფინანსებს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება.

- Advertisement -
Ad imageAd image

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2023). „გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჩვენების გარეშე საკეისროს ვინმეს ვუკრძალავთ“. 4 დეკემბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/გავრცელდა-ინფორმაცია-თ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi