პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedFDA-მ პნევმოკოკით გამოწვეულ დაავადებასთან საბრძოლველად ახალი ვაქცინა დაამტკიცა

FDA-მ პნევმოკოკით გამოწვეულ დაავადებასთან საბრძოლველად ახალი ვაქცინა დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) კომპანია Pfizer-ის ვაქცინა დაამტკიცა, რომელიც პნევმოკოკით გამოწვეული დაავადების წინააღმდეგ არის მიმართული. მწარმოებლის განცხადებით, პრეპარატი ექვსი კვირიდან 17 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციისთვის შეიქმნა.

Pfizer-ის ინფორმაციით, ახალი ვაქცინა, სახელწოდებით Prevnar 20, უფრო ეფექტიან დაცვას გვთავაზობს, ვიდრე კომპანიის ფართოდ გამოყენებული პრეპარატი Prevnar 13. გარდა ამისა, როგორც ირკვევა, Prevnar 20 პნევმოკოკის ბაქტერიის დამატებით შვიდი სეროტიპის წინააღმდეგ ბრძოლას უზრუნველყოფს.

პნევმოკოკურმა დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს ინფექცია სხეულის რამდენიმე ნაწილში, მათ შორის ფილტვებში, რაც ხშირად პნევმონიის განვითარების მიზეზი ხდება

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

  მეცნიერებმა კოკაინზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა შექმნეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი