საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი და აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში, ექიმი გიორგი ფხაკაძე წერს:
გიორგი ფხაკაძის პოზიცია „სულაჟერის” შესახებ
„მე დიდი ხანია მაქვს მეცნიერული დისკუსია ბატონ ალექსანდრე თავართქილაძესთან მრავალ საკითხზე — მათ შორის კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის, „სულაჟერის”, თაობაზე.
ახლა საჯაროდ განვაცხადებ: ამ პრეპარატის შესახებ ვიცოდი თითქმის დასაწყისიდანვე და მისი მხარდამჭერი ვიყავი და ვარ დღესაც. რამდენიმე ვიდეომიმართვაც გავაკეთე, თუმცა პრეპარატის სახელი პირდაპირ არ მომიხსენიებია.
ქართველებს სამართლიანად უნდა გვეამაყებოდეს, რომ ასეთი მაღალი დონის სპეციალისტები მოღვაწეობენ საქართველოში და აყალიბებენ დღევანდელ ქართულ მეცნიერებასა და მედიცინას.
დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს და სხვა სიახლეები გახდება საქართველოს ძლიერი სიტყვა საერთაშორისო მეცნიერულ წრეებში. საქართველოში არიან პროფესიონალები. საქართველოში არიან პატრიოტები.
ჯანმრთელობას გისურვებთ.”
გიორგი ფხაკაძის YouTube არხი
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2023). „ახლა საჯაროდ ვიტყვი, რომ ამ პრეპარატის თაობაზე ვიცოდი…“ – გიორგი ფხაკაძე. 29 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/akhla-sajarod-vitqhvi-rom-am-preparatis-thaobaze-vitsodi-giorgi-phkhakadze/
