სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedმსოფლიოში მეორედ, ადამიანს ღორის გული გადაუნერგეს

მსოფლიოში მეორედ, ადამიანს ღორის გული გადაუნერგეს

58 წლის ამერიკელი კაცი მსოფლიოში მეორე პაციენტი გახდა, რომელსაც გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს.

ცხოველების ორგანოების ადამიანებისთვის გადანერგვა, რასაც ქსენოტრანსპლანტაციას უწოდებენ, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ნამდვილი გამოსავალი გახდეს ადამიანთა ორგანოების დონაციის დიდი დეფიციტიდან. ამჟამად, ორგანოთა გადანერგვის მომლოდინეთა სიაში 100 000-ზე მეტი ამერიკელია ჩაწერილი.

ისევე როგორც პირველი ექსპერიმენტი, მეორე გადანერგვაც მერილენდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში შესრულდა; პირველი პაციენტი გულის გადანერგვიდან ორი თვის შემდეგ, შარშან დაიღუპა მრავალი ფაქტორის, მათ შორის, როგორც უნივერსიტეტის განცხადებაში წერია, ოპერაციამდე ჯანმრთელობის ძლიერ ცუდი მდგომარეობის გამო.

მეორე ოპერაცია რამდენიმე დღის წინ ჩატარდა; პაციენტი, სახელად ლოურენს ფოსეტი ადამიანის გულის გადანერგვისთვის შეუთავსებელი იყო თანმხლები ძარღვოვანი დაავადებისა და შინაგანი სისხლდენის გართულებათა გამო.

ექსპერიმენტული ტრანსპლანტატის გარეშე, ორი შვილის მამა და საზღვაო ძალების ვეტერანი თითქმის გარდაუვალი გულის უკმარისობის წინაშე იდგა.

„ჩემს ერთადერთ რეალურ იმედად ღორის გული რჩება, ქსენოტრანსპლანტაცია. სულ მცირე ახლა, იმედიანად ვარ, შანსი მაქვს“, — ამბობდა ოპერაციის წინ ფოსეტი.

გადანერგვის შემდეგ, ფოსეტს ახალი გული დამოუკიდებლად უცემს, როგორც უნივერსიტეტი აღნიშნავს, „კარგად, ყოველგვარი დამხმარე მოწყობილობის გარეშე“.

პაციენტი ამჟამად ჩვეულებრივ, გადანერგვის შემდეგ საჭირო პრეპარატებს (მიუღებლობის საწინააღმდეგო) და ახალ ანტისხეულურ თერაპიას იღებს, რათა მისმა სხეულმა ახალი ორგანო მიიღოს და არ დააზიანოს.

ქსენოტრანსპლანტაცია საკმაოდ რთულია, რადგან პაციენტის იმუნური სისტემა უცხო ორგანოებს თავს ესხმის. ამ პრობლემის გადაჭრას მეცნიერები გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორები ორგანოებით ცდილობენ.

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, გენეტიკურად მოდიფიცირებული თირკმლები გადაუნერგეს პაციენტს, რომლის თავის ტვინიც მკვდარი იყო.

ნიუ-იორკის სამედიცინო ცენტრს NYU Langone Health-ის ტრანსპლანტაციის ინსტიტუტის ცნობით, მკვდარი თავის ტვინის მქონე პაციენტში გადანერგილი ღორის თირკმელი რეკორდული პერიოდის, 61 დღის განმავლობაში ფუნქციონირებდა.

ქსენოტრანსპლანტაციის ადრეული კვლევები ფოკუსირებული იყო ორგანოების პრიმატებისგან გადანერგვაზე. მაგალითად, 1984 წელს ახალშობილს ბაბუინის გული გადაუნერგეს, მაგრამ პაციენტმა მხოლოდ 20 დღეს იცოცხლა.

ამჟამინდელი ძალისხმევა ღორებზეა ფოკუსირებული, რომლებიც ადამიანებისთვის იდეალურ დონორებად მიიჩნევა ორგანოების ზომისა და სწრაფი ზრდის გამო, ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამ ცხოველებს ისედაც საკვების წყაროდ ზრდიან.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

 

#datashvil

SheniEkimi.ge

 
 
 
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
მეცნიერებმა შექმნეს მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც კოღოები ავრცელებენ

მეცნიერებმა შექმნეს მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც კოღოები ავრცელებენ

ნოემბერი 26, 2024
ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ნოემბერი 26, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
საახალწლო სუფრის მშვენება -საცივი

საახალწლო სუფრის მშვენება -საცივი

ნოემბერი 26, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

26 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი