როგორ ქმნიდა USAID-ი ფერადი რევოლუციების გლობალურ მანქანას? სკანდალური ინფორმაცია შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოაქვეყნა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
როგორ ქმნიდა USAID-ი ფერადი რევოლუციების გლობალურ მანქანას? სკანდალური ინფორმაცია შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოაქვეყნა

როგორ ქმნიდა USAID-ი წლების განმავლობაში ფერადი რევოლუციების გლობალურ მანქანას? სკანდალური ინფორმაცია შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ედუარდ კორისტაინმა, გამოაქვეყნა.

USAID-ის ვებგვერდზე DOGE-ის მიერ ატვირთულია 248 შიდა ფაილი – ჯამში, 1 200 გვერდი, რომელიც ამხელს სააგენტოს ფარულ თანამშრომლობას Google-თან, YouTube-თან და Meta-სთან – სოციალურ ქსელებში საინფორმაციო ნაკადების გასაკონტროლებლად.

გამოქვეყნებულ ფაილებში ფიგურირებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, არჩევნების წინ, 2024 წელს, სოციალური ქსელების მონიტორინგისა და პლატფორმებთან, მათ შორის Meta-სთან, კოორდინაციის დეტალები.

ეს არის 1,1 გიგაბაიტის მოცულობის არქივი სახელწოდებით “USAID-ის ფაილები”, რომელიც USAID-ის წინააღმდეგ მტკიცებულებაა. გასაჯაროებულ მასალებში გაწერილია სპეციალური ინსტრუქციები და თეზისები – როგორ უნდა წაიშალოს და “დეზინფორმაციად” შეფასდეს მათთვის არასასურველი ცნობები.

ელექტრონული წერილებში USAID-ის თანამშრომლები Facebook-ის წარმომადგენლებს სთხოვენ კონკრეტული კონტენტისა და “საფრთხის შემცველი” დისკუსიების წაშლას.

ხდებოდა ალგორითმების შეზღუდვა. ეს დღეს გადააზიარა ილონ მასკმაც, რომელმაც დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში ხდებოდა არასასურველი მთავრობების წინააღმდეგ საპროტესტო ტალღების აგორება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). როგორ ქმნიდა USAID-ი ფერადი რევოლუციების გლობალურ მანქანას? სკანდალური ინფორმაცია შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოაქვეყნა. 25 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/როგორ-ქმნიდა-usaid-ი-ფერადი-რევ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T21:51:45+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi