მართლაც მძიმე მდგომარეობაა, თუმცა ექიმები აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად, – განუცხადა ჟურნალისტებს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ 31 წლის მამაკაცის მდგომარეობაზე საუბრისას.
მან სამძიმარი გამოთქვა ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მთელს საქართველოს მიუსამძიმრა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ კლინიკაში მოთავსებული ბავშვების მდგომარეობა ნორმალურია და დამაკმაყოფილებელი.
„კვლავაც მიმდინარეობს დაკვირვება, რომ სადმე რაიმე არ გამოვლინდეს ისეთი, რასაც ყურადღება შეიძლება დასჭირდეს და არაფერი ისეთი, რომელიც დიდ ყურადღებას მოითხოვს არ ვლინდება. შესაბამისად, მხარდაჭერილია ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება ჰქონდეთ ბავშვებს ამჟამად კლინიკაში და ყველა საჭირო პროცედურა უტარდებათ, უკლებლივ ყველაფერი. ასეთია ამ დროისთვის მდგომარეობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არც არავითარი გართულება ბავშვების შემთხვევაში აღარ გამოვლინდება და შესაბამისად, ახლო მომავალში ისინი ჯანმრთელები დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს“, – განაცხადა მინისტრმა.
სარჯველაძის თქმით, 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა კი ძალიან მძიმეა.
„როგორც თავიდანვე აღინიშნა, მიღებული აქვს დამწვრობა. მართლაც მძიმე მდგომარეობაა, თუმცა ექიმები აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად. ყველაფრით უზრუნველყოფილია, თუმცა ახლა ამ ყველაფრის გაკეთებაზე შეიძლება, არ იყოს დამოკიდებული სიცოცხლის გადარჩენა.
ვაკვირდებით, უტარდება ყველაფერი. შევხედოთ, ალბათ, დრო გვაჩვენებს, როგორი იქნება გამოსავალი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად კლინიკაში მოთავსებული ორი არასრულწლოვანის, 11 წლის ბიჭისა და 3 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვაში ფსიქოლოგები ჩაერთვებიან.
ფონიჭალაში, კორპუსში მომხარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მაშველებმა ნანგრევებიან უვნებლად ამოიყანეს 3 წლის გოგონა.
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). მიხეილ სარჯველაძე 31 წლის მამაკაცის მდგომარეობაზე: მართლაც მძიმე მდგომარეობაა, თუმცა ექიმები აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად. 20 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/მიხეილ-სარჯველაძე-31-წლის-მ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ტურიზმი / სასტუმრო / კვება
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · წარმოება
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-20T13:46:14+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

