ირაკლი კობახიძე: ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ ძალები, რომელთა ინტერესშიც მისი დაწყება შედიოდა, ანალოგიურად ვფიქრობ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომზეც, სამწუხაროდ, არსებობდნენ გავლენიანი ადამიანები, რომლებსაც ამ ომების თავიდან აცილება არ სურდათ

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვსურს, ვიყოთ ისეთი ევროკავშირის ნაწილი, რომელსაც ექნება ძლიერი იდენტობა, ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი პოლიტიკური ლიდერობა, ეს არის ჩვენი მკაფიო სურვილი და მისწრაფება

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ ძალები, რომელთა ინტერესშიც მისი დაწყება შედიოდა. ანალოგიურად ვფიქრობ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომზეც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობდნენ გავლენიანი ადამიანები, რომლებსაც ამ ომების თავიდან აცილება არ სურდათ.

„რა თქმა უნდა, უკრაინის წინააღმდეგ ომი რუსეთმა დაიწყო. თუმცა მიმაჩნია, რომ შესაძლებელი იყო როგორც უკრაინაში პირველი, ისე მეორე ომის თავიდან აცილება. ცხადია, ეს ომები რუსეთმა დაიწყო, განსხვავებით საქართველოში ომისგან, რომელიც, ჩემი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებაში ოფიციალური სტატუსის მქონე უცხოეთის აგენტებმა დაიწყეს.

ამავდროულად, დარწმუნებული ვარ, რომ სამივე ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო – როგორც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის. სამწუხაროდ, არსებობდნენ გავლენიანი ადამიანები, რომლებსაც ამ ომების თავიდან აცილება არ სურდათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ირაკლი კობახიძე: ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ ძალები, რომელთა ინტერესშიც მისი დაწყება შედიოდა, ანალოგიურად ვფიქრობ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომზეც, სამწუხაროდ, არსებობდნენ გავლენიანი ადამიანები, რომლებსაც ამ ომების თავიდან აცილება არ სურდათ. 12 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ირაკლი-კობახიძე-ჩვენ-გამ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi