„ხე­სუ­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო უდი­დეს ტკი­ვილს გან­ვიც­დი“ – რა ბედი ელის მეკარეს, რომელთან შეჯახების შემდეგაც ესპანელი ფეხბურთელი დაიღუპა

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა
ხე­სუ­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო უდი­დეს ტკი­ვილს გან­ვიც­დი“ - მეკარე, რომელთან შეჯახების შემდეგაც 30 წლის ფეხბურთელი დაიღუპა, 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება?

ესპანეთის კანარის კუნძულ ტენერიფეზე 30 წლის ფეხბურთელის, ხესუს დე მიგელის გარდაცვალებამ დიდი ემოციური გამოხმაურება გამოიწვია. სპორტსმენის ხსოვნის პატივსაცემად გულშემატკივრები იმ სტადიონზე იკრიბებიან, სადაც მან ბოლო მატჩი ჩაატარა. მოედნის მიმდებარე ტერიტორია სამგლოვიარო სივრცედ იქცა — ადამიანები ფეხბურთელის მოსაგონებლად ყვავილებს, სანთლებს, ფოტოებს, კლუბის შარფებსა და ბავშვების მიერ შესრულებულ ნახატებს ტოვებენ.

მომხდარის შემდეგ დუმილი პირველად დაარღვია მეკარე ხესუს ოვონომაც, რომელიც იმ მატჩში მონაწილეობდა, რომლის დროსაც დე მიგელმა მძიმე დაზიანება მიიღო. მისი განცხადება ტრაგედიის გარშემო არსებულ ემოციურ ფონს კიდევ უფრო ამძაფრებს.

30 წლის ხე­სუს დე მი­გელი ნო­ემ­ბერს, “ტე­ნე­რი­ფე­სა“ და “ან­დო­რას“ მატ­ჩის დროს მომ­ხდა­რი მძი­მე შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

- Advertisement -
Ad imageAd image

“ან­დო­რას“ მე­კა­რე ხე­სუს ოვო­ნო ბურ­თის მო­გე­რი­ე­ბას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა ფეხი ბურთს ას­ცდა და დარ­ტყმა “ტე­ნე­რი­ფეს“ თავ­დამ­სხმელს გულ-მკერ­დის არე­ში მი­ა­ყე­ნა.

დე მი­გე­ლი მო­ე­დან­ზე უგო­ნოდ და­ე­ცა. მას გული გა­უ­ჩერ­და. ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა სცა­დეს, თუმ­ცა ფეხ­ბურ­თე­ლი მე­ო­რე დღეს, 3 ნო­ემ­ბერს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ოვო­ნოს მი­მართ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მწვა­ვე კრი­ტი­კა და­ი­წყო. მე­კა­რეს ან­გა­რი­შე­ბის დრო­ე­ბით გა­უქ­მე­ბაც მო­უხ­და, რათა აგ­რე­სი­უ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი­სა და ბრალ­დე­ბე­ბის­გან თავი და­ეც­ვა.

ოვო­ნომ გარ­დაც­ვლილ ფეხ­ბურ­თელს ემო­ცი­უ­რი პოს­ტი მი­უ­ძღვნა.

- Advertisement -
Ad imageAd image

“ახლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე დღე­ე­ბია. მი­ჭირს სი­ტყვე­ბის მო­ძებ­ნა და ძა­ლი­ან რთუ­ლია მომ­ხდა­რის გა­აზ­რე­ბა. ხე­სუ­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო უდი­დეს ტკი­ვილს გან­ვიც­დი. მას­ზე, მის ოჯახ­სა და ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­ზე ვფიქ­რობ, ვი­საც ის უყ­ვარ­და.

ვიცი, რომ ბევ­რი სა­კი­თხია გა­სარ­კვე­ვი და ნე­ბის­მი­ერ შე­დეგს პა­ტი­ვის­ცე­მით მი­ვი­ღებ. თუმ­ცა ახლა, გულ­წრფე­ლად რომ ვთქვა, ხე­სუ­სი­სა და იმ ტკი­ვი­ლის გარ­და, რო­მელ­საც ყვე­ლა გან­ვიც­დით, სხვა არა­ფერ­ზე ფიქ­რი არ შე­მიძ­ლია. გა­ნის­ვე­ნე მშვი­დად, ხე­სუს“, – წერს ოვო­ნო.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „ხე­სუ­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო უდი­დეს ტკი­ვილს გან­ვიც­დი“ – რა ბედი ელის მეკარეს, რომელთან შეჯახების შემდეგაც ესპანელი ფეხბურთელი დაიღუპა. 5 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ხესუსის-გარდაცვალებ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi