ინციდენტი თბილისის ერთ-ერთ სკოლაში – 16 წლის ბიჭს სახის ძვლები აქვს დამტვრეული

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

თბილისის 175-ე სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, მე-11 კლასელებს შორის სიტყვიერი კამათი, სკოლაში, ქაღალდის თვითმფრინავის სროლის გამო დაიწყო, სკოლის გარეთ კი, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მოსწავლე, რომელმაც თანაკლასელს ქაღალდის თვითმფრინავი ესროლა, შემდეგ მას ფიზიკურად გაუსწორდა. გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის ბიჭს სახის ძვლები აქვს დამტვრეული. მოზარდს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

შემთხვევა 16 ოქტომბერს მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ცნობითვე, მხილებულია ერთი პირი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ინციდენტი თბილისის ერთ-ერთ სკოლაში – 16 წლის ბიჭს სახის ძვლები აქვს დამტვრეული. 3 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ინციდენტი-თბილისის-ერთ-ე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi