არწივის ხეობის მთა სახელმწიფოს დაუბრუნდა – რატომ თქვა ქონებაზე უარი ნინო კობახიძემ

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა
არწივის ხეობის მთა სახელმწიფოს დაუბრუნდა - რატომ თქვა ქონებაზე უარი ნინო კობახიძემ

დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში მდე­ბა­რე არ­წი­ვის ხე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ყო­ფილ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა. ნინო კო­ბა­ხი­ძემ სა­ხელ­მწი­ფოს და­უბ­რუ­ნა. ამის შე­სა­ხებ კო­ბა­ხი­ძემ ინ­ფორ­მა­ცია “ტვ პირ­ველ­თან” და­ა­დას­ტუ­რა.

კი­თხვას – რა­ტომ ჩა­მო­გარ­თვეს არ­წი­ვის მთა? – ნინო კო­ბა­ხი­ძემ ასე უპა­სუ­ხა:

  • “ჩა­მო­მარ­თვეს კი არა, მე თვი­თონ და­ვაბ­რუ­ნე. და­ვაბ­რუ­ნე იმი­ტომ, რომ აღარ იყო სა­ინ­ტე­რე­სო სა­ინ­ვეს­ტი­ცი­ოდ”.

ნინო კო­ბა­ხი­ძემ, არ­წი­ვის ხე­ო­ბა­ში მდე­ბა­რე 5 413 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი 2020 წელს კვად­რა­ტუ­ლი 2 ლა­რად და 67 თეთ­რად შე­ი­ძი­ნა.

რას წარ­მო­ად­გენს არ­წი­ვის ხე­ო­ბა?

რწივის ხეობა ზღვის დონიდან 800 მეტრზე, მთის წვერზე მდებარეობს. ტერიტორიას ირგვლივ უნიკალური ტყე და ფერდობები აკრავს. შემოგარენში, იშვიათი სახეობის ფრინველი ბუდობს. კლდოვანი ფერდობები გადაშენების პირას მყოფი მცენარეებით არის დაფარული,  მთა  ალაზნის ველს,  კირქვის კანიონს და კოღოთოს ტბას გადაყურებს.

არ­წი­ვის ხე­ო­ბა მდე­ბა­რე­ობს დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. ის შე­დის ვაშ­ლო­ვა­ნის და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. წარ­მო­ად­გენს ორი ობი­ექ­ტი­სა­გან შემ­დგარ უნი­კა­ლურ კომ­პლექსს. ერთი ნა­წი­ლი – კირ­ქვი­ა­ნი კლდე­ე­ბის კა­ნი­ო­ნია, მე­ო­რე კი მიმ­დე­ბა­რე ტყის მო­ნაკ­ვე­თი, სა­დაც მდე­ბა­რე­ობს ხორ­ნა­ბუ­ჯის ციხე-სი­მაგ­რე.

არ­წი­ვის ხე­ო­ბა ქა­ლაქ დე­დოფ­ლის­წყა­რო­დან 2 კმ-ში კირ­ქვი­ან მა­სივ­ზეა გან­ლა­გე­ბუ­ლი. აქ სა­ქარ­თვე­ლოს ლო­კა­ლუ­რი ენ­დე­მუ­რი სა­ხე­ო­ბის – კა­ხე­თის მა­ჩი­ტას და იშ­ვი­ა­თი სა­ხე­ო­ბის ბა­ლა­ხოვ­ნე­ბის ერ­თა­დერ­თი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლია.

აქვე, მის და­სავ­ლე­თით 1,5 კმ მო­შო­რე­ბით, მუხ­ნარ-რცხილ­ნარ ტყე­ში, ვე­ე­ბერ­თე­ლა კირ­ქვის მა­სი­ვებ­ზე გვხვდე­ბა იშ­ვი­ა­თი წიწ­ვი­ა­ნი ბუჩ­ქი ტუია (Biota orientalis), რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს არ­ცერთ სხვა კუ­თხე­ში არ არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. არ­წი­ვის ხე­ო­ბა ასე­ვე გა­მო­ირ­ჩე­ვა ფრინ­ველ­თა სა­ბი­ნად­რო გა­რე­მო­თი. აქ სა­მო­ცამ­დე სა­ხე­ო­ბის ფრინ­ვე­ლის ნახ­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, მათ შო­რის არი­ან მო­ბუ­და­რი იშ­ვი­ა­თი სა­ხე­ო­ბის ფრინ­ვე­ლე­ბიც – შავი ყარ­ყა­ტი და ორბი. არ­წი­ვის ხე­ო­ბა იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლია ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის­თვის.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). არწივის ხეობის მთა სახელმწიფოს დაუბრუნდა – რატომ თქვა ქონებაზე უარი ნინო კობახიძემ. 2 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/არწივის-ხეობის-მთა-სახელ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi