შაბათი, მაისი 23, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაიტალიაში, ახალი წესები ამოქმედდა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის

იტალიაში, ახალი წესები ამოქმედდა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის

2026 წლის 22 მაისიდან იტალიაში ძალაში შევიდა „Permesso Unico di Lavoro“-სთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები, რომლებიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ბინადრობისა და მუშაობის ნებართვის გაცემის პროცედურას ეხება – ამის შესახევ ემიგრანტი ჟურნალისტი, ხათუნა შარაძე წერს.

„ცვლილებები მიღებულია ევროკავშირის დირექტივის საფუძველზე და მიზნად ისახავს ადმინისტრაციული პროცესების გამარტივებას, ვადების უფრო მკაფიო განსაზღვრას და უცხოელი დასაქმებულების უფლებების გაძლიერებას.

🔹 რა არის „Permesso Unico di Lavoro“?

„Permesso Unico di Lavoro“ წარმოადგენს ერთიან ბინადრობისა და მუშაობის ნებართვას, რომელიც უცხოელს აძლევს უფლებას:

• იტალიაში კანონიერად იცხოვროს
• და ოფიციალურად იმუშაოს

სწორედ ამიტომ დოკუმენტს „ერთიანი“ ეწოდება — ის ერთდროულად აერთიანებს როგორც ბინადრობის, ისე დასაქმების უფლებას.

ახალი ელექტრონული დოკუმენტი ევროპული უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად გაიცემა და მასზე პირდაპირ იქნება აღნიშნული:

“perm. unico lavoro”

ასევე დოკუმენტში დამატებით აისახება ინფორმაცია:
• სამუშაო პირობების შესახებ
• დასაქმებულის უფლებებზე
• სოციალური და სამართლებრივი გარანტიების შესახებ
• ოჯახის წევრების გარკვეულ უფლებებზე

🔹 როგორ მიმდინარეობს პროცედურა?

„Permesso Unico di Lavoro“-ს მიღება დაკავშირებულია ოფიციალურ სამუშაო პროცესთან.

პროცედურა, როგორც წესი, იწყება უცხო ქვეყნის მოქალაქის იტალიაში შემოსვლამდე. ამისთვის აუცილებელია:
• სამუშაო საფუძველი
• შესაბამისი ავტორიზაცია
• და სამუშაო ვიზა

იტალიაში ჩასვლის შემდეგ უცხოელი Questura-ში მიმართავს ბინადრობის ნებართვის გასაფორმებლად.

🔹 რა შეიცვალა 2026 წლიდან?

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ვადებს ეხება.

ახალი წესებით Questura ვალდებულია „Permesso Unico di Lavoro“ გასცეს განაცხადის სრულყოფილად დასრულებიდან 30 დღეში.

მანამდე ეს ვადა 60 დღე იყო.

რეფორმის მიზანია:
• ლოდინის პერიოდის შემცირება
• ბიუროკრატიული გაურკვევლობის შემცირება
• და პროცედურების უფრო პროგნოზირებადი გახდომა

🔹 ვის ეხება ეს პერმესო?

„Permesso Unico di Lavoro“ ეხება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც იტალიაში სამუშაოს საფუძველზე იმყოფებიან ან უნდა დასაქმდნენ.

თუმცა, ყველა ბინადრობის ნებართვა ამ კატეგორიაში არ შედის.

ახალი რეგულაცია არ ვრცელდება, მაგალითად:
• სტუდენტურ პერმესოზე
• თვითდასაქმებულებზე
• digital nomad-ებზე
• protezione speciale-ის მფლობელებზე
• ჰუმანიტარული და სპეციალური დაცვის გარკვეულ ფორმებზე
• სამედიცინო ან რელიგიური საფუძვლით გაცემულ პერმესოებზე

  თბილისში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე რუსეთის ხუთი 5 მოქალაქე დააკავეს

🔹 მეტი პასუხისმგებლობა დამსაქმებლებისთვის

ახალი წესებით დამსაქმებელი ვალდებულია უცხოელ დასაქმებულს სრულად მიაწოდოს ინფორმაცია ადმინისტრაციული პროცესის შესახებ, მათ შორის შესაძლო უარის შემთხვევაშიც.

ეს ცვლილება მიზნად ისახავს, რომ უცხოელი დასაქმებული ინფორმაციის გარეშე არ დარჩეს და უკეთ იყოს დაცული ადმინისტრაციული პროცესების დროს.

„Permesso Unico di Lavoro“ ევროკავშირის მასშტაბით შექმნილი სისტემის ნაწილია, რომლის მიზანიც შრომითი მიგრაციის უფრო მოწესრიგებული, გამჭვირვალე და სამართლებრივად დაცული მოდელის ჩამოყალიბებაა“, – წერს ხათუნა შარაძე.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.