ძმის ქორწილში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობისთვის ძებნილი დაკავებულია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
დაკავება

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი პირი და­ა­კა­ვეს.

“გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 27 ოქ­ტომ­ბერს, სო­ფელ ლის­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი რეს­ტორ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის დროს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს ცივი ია­რა­ღით გულ­მკერ­დის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნი­დან მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლი, ცხელ კვალ­ზე, კა­ხეთ­ში, სიღ­ნა­ღის რა­ი­ონ­ში და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო“ – წერს შსს.

- Advertisement -
Ad imageAd image

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ გუ­შინ ახდა ცნო­ბი­ლი. რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, 25 წლის გური ბო­ი­კო ძმის ქორ­წილ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც სუფ­რა­ზე შე­ლა­პა­რა­კე­ბა და­ი­წყო – უთან­ხმო­ე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.

გური ბო­ი­კო მათ გაშ­ვე­ლე­ბას ცდი­ლობ­და, რა დრო­საც გუ­ლის არე­ში, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით დაჭ­რეს. ის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

პო­ლი­ცია ბრალ­დე­ბულს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ეძებ­და.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ძმის ქორწილში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობისთვის ძებნილი დაკავებულია. 28 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ძმის-ქორწილში-ახალგაზრდა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi