იტალიის მთავრობა უკრაინისთვის მე-13 სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებას აჭიანურებს, რომელიც SAMP/T კომპლექსებისთვის Aster- 30 ტიპის საზენიტო რაკეტებს უნდა მოიცავდეს.
ამის შესახებ იტყობინება La Repubblica იტალიის სამთავრობო წრეებში წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, დახმარების პაკეტი უკვე მომზადებულია, თუმცა მისი საბოლოო დამტკიცება პრემიერ-მინისტრ გიორგი მალონის სამთავრობო კოალიციაში არსებული შიდა პოლიტიკური დავების გამო გადაიდო.
La Repubblica-ს წყაროები ირწმუნებიან, რომ იტალიის მთავრობამ შესაძლოა გადაწყვეტილების მიღება აშშ-ში 3 ნოემბერს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდე გადადოს, რათა შეფასდეს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შემდგომი პოლიტიკა უკრაინის მიმართ. განაგრძეთ კითხვა
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). იტალია პოლიტიკური დავების გამო უკრაინისთვის Aster 30 ტიპის რაკეტების გადაცემას აჭიანურებს — იტალიური პრესა. 28 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/იტალია-პოლიტიკური-დავები/
