რა დაწერა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა სოციალურ ქსელში – ფოთში კაცმა მძინარე ცოლი ბალიშით გაგუდა და უბედური შემთხვევის ინსცენირება მოახდინა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
რა დაწერა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა სოციალურ ქსელში - ფოთში კაცმა მძინარე ცოლი ბალიშით გაგუდა და უბედური შემთხვევის ინსცენირება მოახდინა

“ამ ქვეყანაზე ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას…” – დაწერა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა ზაზა კარბაიამ Facebook-ზე, სავარაუდოდ, მკვლელობის შემდეგ

შსს-ს ცნობით, მამაკაცი, რომელმაც მეუღლე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გაგუდა ცხელ კვალზე დააკავეს, სასჯელი კი 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლე გაგუდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). რა დაწერა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა სოციალურ ქსელში – ფოთში კაცმა მძინარე ცოლი ბალიშით გაგუდა და უბედური შემთხვევის ინსცენირება მოახდინა. 26 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/რა-დაწერა-ცოლის-მკვლელობ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi