საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებას კრძალავს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

 საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებას კრძალავს.

აკრძალვა 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. გადაწყვეტილება არასრულწლოვანთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე სოციალური ქსელების გავლენის შესახებ მზარდ შეშფოთებას უკავშირდება.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, სოციალური ქსელების პლატფორმებს ორთვე-ნახევარი აქვთ, რათა მომხმარებელთა ასაკის გადამოწმებისა და მათი პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმები შეიმუშაონ.

საბერძნეთი ევროკავშირის იმ შვიდ ქვეყანას შორისაა, რომლებიც ევროკომისიასთან ერთად ასაკის გადამოწმების საერთო მექანიზმზე მუშაობენ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებას კრძალავს. 23 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/საბერძნეთის-პარლამენტმა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi