ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში “აფხაზეთის მწვანე კუთხე” გაშენდა

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში “აფხაზეთის მწვანე კუთხე” გაშენდა
  • ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გარემოსდაცვითი ღონისძიება – “ვრგავთ სიყვარულით აფხაზეთისთვის” გაიმართა.

აფხაზეთის მეომართა კავშირის ინფორმაციით, აქტივობის ფარგლებში გაშენდა „აფხაზეთის მწვანე კუთხე“, სადაც მონაწილეებმა მაგნოლიის ნერგები დარგეს. ამასთანავე, მოეწყო აფხაზეთის ბუნების ამსახველი ფოტოგამოფენა. ღონისძიებაში აფხაზეთიდან დევნილი 30 მოსწავლე მონაწილეობდა.

ინიციატივის მიზანი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენა და აფხაზეთის ბუნებასთან კავშირის შენარჩუნებაა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში “აფხაზეთის მწვანე კუთხე” გაშენდა. 22 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ზუგდიდის-ბოტანიკურ-ბაღში/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi