დედის ინფორმაციით, გიორგი ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა
დედის ინფორმაციით, გიორგი ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა

გიორგი ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაჭრა – ამის შესახებ “პირველებს” დაკავებული ტყუპების ოჯახის წევრებმა რამნდენიმე წუთის წინ განუცხადეს.

დაკავებული ძმების ახლობლები, რომლებიც მე-8 პენიტენციურ დაწესებულებასთან არიან შეკრებილები ამბობენ, რომ დაშავებულია დავით ფეიქრიშვილიც, რომელმაც მათივე მტკიცებით, თვითდაზიანებები მიიყენა.

დაკავებული ტყუპების დედა, ნინო აბრამიშვილი შვილებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში  ე.წ. კმრინალურ ავტორიტეტს ადანაშაულებს.

ოჯახის მტკიცებით, დავით ფეიქრიშვილს გლდანის ციხეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ავთანდილ ბილანიშვილმა, “კარწრომ”, თორნიკე კაჭარავამ, გოცირიძემ, ვატო ყიფიანმა და შოთა ყიფიანმა.

დათოსაც ვენები აქვს გადაჭრილი. მანამდე ვატო ყიფიანმა, ბილანიშვილმა, კაჭარავამ, გოცირიძემ [განახორციელეს ფიზიკური დაზიანება] როგორც კი შეიყვანეს ციხეში, ეგრევე დათოს კამერაში შეუშვეს. ადვოკატმა გამოგვიტანა ეს ინფორმაცია”, – ამბობს ანო ანანიაშვილი.

ტყუპების დაკავაბა:

40 წლის ძმები, გიორგი და ვით ფეიქრიშვილები 22 სექტემბერს დააკავეს. დაკავენბულია ტყუპების პირადი მცველი ალექსანდრე ჩაფოძეც.

გამოძიება გიორგი ფეიქრიშვილს დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ედავაბა. საქმის მასალების მიხედვით, ფეიქრიშვილმა ბიზნემსმენი რატი გურგენიშვილი თბილისში, ერთ-ერთ სახლში აიყვანა და კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობის თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდება 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დავით ფეიქრიშვილსა და ალექსანდრე ჩაფოძეს მათ ჯგუფურ ხულიგნობას ედავებიან.

  • ორივე მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ 2 ოქტომბერს ძმებს ახალი ბრალდება წარუდგინა – ამჯერად საუბარია 10 მილიონი ლარის „გათეთრებაზე“.

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების დაკავება:

ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის და შოთა ყიფიანის დაკავების შესახებ ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 ოქტომბერს დაადასტურა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 14 ოქტომბერს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში, დაკავებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ კაცს, რომლის ვინაობასაც საგამოძიებო ორგანო არ ასახელებს.

  • დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: tvpirveli.ge
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). დედის ინფორმაციით, გიორგი ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა. 20 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/დედის-ინფორმაციით-გიორგ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi