ცნობილი მოცეკვავე, ანსამბლ “რუსთავის” მთავარი ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე კულტურის ყოფილ მინისტრ თინათინ რუხაძეს სასამართლოში უჩივის. ის ანსამბლ “რუსთავის” გათავისუფლებული მოცეკვავის ანსამბლში აღდგენას ითხოვს, თუმცა სარჩელი ერთი წელია განუხილველია. ამის შესახებ ცნობილი მოცეკვავის, მოცეკვავის ვაჟმა, ასევე მოცეკვავე ფრიდონ სულაბერიძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
ტელეკომპანია იუწყება, რომ “ფრიდონ სულაბერიძე თიკა რუხაძემ კაბინეტიდან გააგდო”. კონფლიქტის მიზეზი ის გახდა რომ, რომ ფრიდონ სულაბერიძე და მისი ვაჟი სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ანსამბლ “რუსთავის” ახალი ქორეოგრაფის კანდიდატურის წარსადგენად. თუმცა ანსამბლის ახლანდელმა ხელმძღვანელმა ია მაქაცარიამ და თიკა რუხაძემ მამუკა ცერცვაძის კანდიდატურა მხოლოდ იმიტომ დაბლოკეს, რომ ის “სუხიშვილების” მოცეკვავეც იყო.
ფრიდონ სულაბერიძის შვილი “ფორმულასთან” ინტერვიუში იმასაც ამბობს, რომ სამინისტროში მისული მამამისი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მინისტრმა ორი საათი მოსაცდელში ალოდინა.
“მამაჩემი სუხიშვილის მოცეკვავე იყო და მამუკა ცერცვაძე თუ სუხიშვილის მოცეკვავე იქნებოდა, ამით რა დაშავდებოდა. მერე უკვე რაღაცა შელაპარაკება, როდესაც მოხდა, თიკა რუხაძემ დაიწყო ასე: მაგიდაზე, ხელების დარტყმა, “გაიყვანეთ აქედან, წადით, აქ არ დამენახოთ” და კივილი, პანიკა ატეხა და დაუძახა დაცვას.
სასამართლო სარჩელი არის შეტანილი და გაჩერებული იქანა, ერთი წლის განმავლობაში თიკა რუხაძის მინისტრობის პერიოდში. ის განიხილება დღესაც და თუ სასამართლო ამ სარჩელს განიხილავს, ჩვენ ვიქნებით მომსწრე იმ ფაქტის, რომ ყველა მოცეკვავე და ყველა ის პერსონა, რომელიც გაათავისუფლეს სამსახურიდან და იძულებულები გახდნენ, რომ გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, სამართლიანობა აღდგება და ყველა დაბრუნდება თავის ადგილზე”, — ამბობს ფრიდონ სულაბერიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა კულტურის ყოფილი მინისტრი თინათინ რუხაძე მისი საქმიანობის მიზანმიმართულ შეზღუდვაში, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ურთიერთობის აკრძალვასა და რეპუტაციის შელახვის მცდელობაში დაადანაშაულა. მან ასევე ეჭვები გამოთქვა პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებული სახელმწიფო ხარჯების შესახებ და პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მათი შესწავლისა და გასაჯაროებისკენ მოუწოდა. ოქიტაშვილმა რუხაძის სავარაუდო მფარველად მამუკა მდინარაძე დაასახელა.
პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციიდან მიღებული პირველადი ინფორმაციით, არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კი თქვა, რომ კორუფციაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია, რადგან დაკრძალვისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი იყო გამოყოფილი, რეალურად კი, მისი ინფორმაციით, დაახლოებით 700 ათასი ლარი დაიხარჯა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ფრიდონ სულაბერიძე თინათინ რუხაძეს სასამართლოში უჩივის. 20 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ფრიდონ-სულაბერიძე-თინათი/
