საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზისა და სხვა ქალაქების ნაწილში „კომენდანტის საათი“ დააწესა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზისა და სხვა ქალაქების ნაწილში „კომენდანტის საათი“ დააწესა

საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზისა და სხვა ქალაქების ნაწილში კომენდანტის საათი დააწესა, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

საფრანგეთის ხელისუფლებამ დემონსტრაციებისა და შეტაკებების ფონზე პარიზის რამდენიმე ქუჩასა და რესპუბლიკის მოედანზე კომენდანტის საათი დააწესა, რომელიც ადგილობრივი დროით 23:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს.

შეზღუდვა ადამიანების სამ კატეგორიაზე გავრცელდება: თანმხლები პირების გარეშე მყოფ არასრულწლოვნებზე, დაცვის საშუალებებით აღჭურვილ ადამიანებსა და პირებზე, რომლებიც სახეებს ფარავენ.

საფრანგეთის დედაქალაქის ნაწილში 20:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე დემონსტრაციები აიკრძალა.

ასევე, კომენდანტის საათი ქალაქ ლილში მომდევნო ორი დღის განმავლობაში იმოქმედებს.

კომენდანტის საათი გამოცხადდა ქალაქ ლიონის ცენტრალურ ნაწილშიც.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზისა და სხვა ქალაქების ნაწილში „კომენდანტის საათი“ დააწესა. 19 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/საფრანგეთის-ხელისუფლება/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi