საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2025 წლის 8 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად 09:00სთ-დან 19:00სთ-მდე, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ41 (გომი-კორბოული) მონაკვეთზე დროებით იზღუდება სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). 8-12 ნოემბერს გომი-კორბოულის მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. 8 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/8-12-ნოემბერს-გომი-კორბოულის/
