“7 წლის შემდეგ საქართველო ევროვიზიის ფინალშია…” – ნუცა ბუზალაძის ემოციური მიმართვა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე ევროვიზის ფინალში იმღერებს.

ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი დღეს გაიმართა, რომელზეც 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე. მათ შორის იყო საქართველოს წარმომადგენელი, ნუცა ბუზალაძე, რომელმაც თავისი საკონკურსო სიმღერა Firefighter შეასრულა.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ერთად ფინალში კიდევ ცხრა ქვეყანა გადავიდა: ლატვია,ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ისრაელი, საბერძნეთი, ესტონეთი, შვეიცარია, სომხეთი.

წლევანდელი წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ჟიური არ მონაწილეობს ხმის მიცემაში.

- Advertisement -
Ad imageAd image

„მადლობა ევროპა, საქართველო, მიყვარხარ!“, – თქვა ნუცამ გამოსვლის შემდეგ.

ევროვიზია 2024-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი დღევანდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში. ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა შვედეთი ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). “7 წლის შემდეგ საქართველო ევროვიზიის ფინალშია…” – ნუცა ბუზალაძის ემოციური მიმართვა. 10 მაისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/7-წლის-შემდეგ-საქართველო/

  „ლელა ძალიან მიყვარს… სანამ ერთად დავიწყებდით ცხოვრებას, მეგონა არ იყო ეჭვიანი, მაგრამ შევცდი… - ჰალკი
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi