შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა6 ექიმი, რომლებმაც ბავშვი სკოლაში მისვლამდე უნდა შეაფასონ

6 ექიმი, რომლებმაც ბავშვი სკოლაში მისვლამდე უნდა შეაფასონ

პირველი კლასი ძალიან სათუთი და მნიშვნელოვანი ეტაპია მოსწავლესთვის. ამ დროს მას მაქსიმალური მზაობა და მობილიზება სჭირდება, რომ ახალ გარემოებებს, ახალ როლს და პასუხისმგებლობებს ზედმეტი სტრესის გარეშე გაუმკლავდეს. ფსიქოლოგიური მზაობის გარდა მას ფიზიკური მზაობაც სჭირდება, ამიტომ სკოლაში შესვლამდე, სასურველია, რამდენიმე სპეციალისტმა შეაფასოს მისი ფიზიკური მდგომარეობა სკოლისთვის.

6 სპეციალისტი, რომელსაც ბავშვი წინასასკოლოდ უნდა აჩვენოთ:

 

1. ოფთალმოლოგი.მხედველობის კონტროლი საჭიროა როგოც სკოლაში შესვლამდე, ისე სწავლის დაწყების შემდეგ. სულ პატარა პრობლემამაც კი შეიძლება ბავშვს გაურთულოს მასალის ათვისება, დავალების შესრულება და სწავლაზე თავიდანვე გული ააცრუებინოს. ამიტომ, სანამ პრობლემა გაღრმავდება და მას თქვენც შეამჩნევთ, პროფილაქტიკური ვიზიტი აუცილებელია.

2. ოტოლარინგოლოგი.შეამოწმებს ყურების, ყელისა და ცხვირის მდგომარეობას. ეს დაგეხმარებათ, რომ ვირუსების სეზონი უფრო მარტივად გადაიტანოთ და ბევრი გაცდენა არ მოგიხდეთ..

3. სტომატოლოგი.თანკბილვასთან დაკავშირებული პრობლემების გამოსარიცხად, რომლებიც შემდეგ მეტყველების პრობლემებს ქმნიან, მდგომარეობა სტომატოლოგმა უნდა შეაფასოს .

4. ნევროლოგი.თუ ბავშვი სკოლაში წასვლის წინ ღელავს და გაღიზიანებულია, აწუხებს თავის ტკივილი, კარგად არ ძინავს და ხშირ-ხშირად ეღვიძება, ნევროლოგის კონსულტაცია აუცილებელია. ასევე, ნევროლოგი ყურადღებას მიაქცევს ნერვულ ყურადღების პრობლემებს, მოტორულ განვითარებას..

5. ორთოპედი.უნდა შეაფასოს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მდგომარეობა – ტერფი, დგომა, ტანადობა, ხერხემლის გამრუდება. ორთოპედი გირჩევთ, თუ როგორ მოაწყოთ იდეალური სამუშაო ადგილი მომავალი მოსწავლისთვის. რა სიმაღლის მაგიდა და სკამი დასჭირდება, რა ზომის ზურგჩანთა და ფეხსაცმელი. საჭიროების შემთხვევაში, ვარჯიშებს ან მასაჟს დანიშნავს.

6. ლოგოპედი ან ფსიქოლოგი.ის შეამოწმებს საარტიკულაციო აპარატის მდგომარეობას და მეტყველების დეფექტების გამოსწორებაზე იზრუნებს, ასევე შეაფასებს რამდენად მზადაა ბავშვი ყოველდღიური სასწავლო რეჟიმისთვის.

საჭიროების შემთხვევაში, ექიმების სია შეიძლება გაფართოვდეს – ეწვიეთ კარდიოლოგს, ნეფროლოგს და სხვა სპეციალისტებს.

რა კვლევების ჩატარებაა სასურველი

სკოლამდე სასურველია, ბავშვს გაკეთებული ჰქონდეს მუცლის ღრუს ექოსკოპია, ექოკარდიოლოგიური გამოკვლევა, ფარისებრი ჯირკვლისა და რეპროდუქციული ორგანოების მდგომარეობა .

  “ჩემი ცოლი გათხოვილი იყო როცა გავიპარეთ და..” – რას ჰყვება ზურა ყიშიძე პირადზე

ასევე დაგჭირდებათ შარდის, სისხლისა და განავლის ანალიზი… წყარო

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი