კვირა, მაისი 10, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევები5 ნიშანი იმისა, რომ არასაკმარის ცილას იღებთ

5 ნიშანი იმისა, რომ არასაკმარის ცილას იღებთ

ცილა ადამიანის ორგანიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებაა. ის არის კუნთების, ფრჩხილების, თმისა და კანის ძირითადი საშენი მასალა და ამავდროულად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგეტიკული ბალანსის დაცვაში. აუცილებელია, რომ ცილა თითოეული კვების შემადგენელი ნაწილი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ცილის ნაკლებობა და შესაბამისად, სხვადასხვა ჩივილი განგივითარდებათ.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენს ორგანიზმს ცილა აკლია. პირველი 5 ნიშანი ასე გამოიყურება:

მუდმივი შიმშილის გრძნობა

თუ ფიქრობთ, რომ საკმარისად იკვებებით, მაგრამ მაინც სულ გშიათ, მაშინ, დიდი ალბათობით, კვებისას ცილის საჭირო რაოდენობას არ იღებთ. პროტეინის ათვისება ხანგრძლივი პროცესია, ორგანიზმი ხანგრძლივად ინარჩუნებს დანაყრების შეგრძნებას და ენერგიას სხვადასხვა საქმის გასაკეთებლად. ხოლო, როდესაც კვება ახალი მიღებული გაქვთ, მაგრამ მაინც მუდმივად წასახემსებელს ეძებთ ტკბილეულის თუ სხვა სახით, ეს პირველი ნიშანია, რომ თქვენი საკვები საჭირო რაოდენობის ცილას არ შეიცავდა. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმმა კვების სახით კი მიიღო ენერგია, მაგრამ ის სწრაფადვე დაიხარჯა და ახლა მას კიდევ ახალი საკვები სჭირდება ახალი ენერგიისთვის. ეს ყველაფერი თითქოს შეკრულ წრეს ჰგავს, ჭამთ, მაგრამ მაინც უენერგიოდ ხართ, ამასობაში კი ბევრ ზედმეტ კალორიას იღებთ.

ტკბილის ჭამის სურვილი

ცილის ნაკლებობა ტკბილეულისადმი მოთხოვნას ზრდის. როდესაც ორგანიზმს ცილა აკლია, სისხლში შაქრის სტაბილურობის შენარჩუნება ვერ ხდება. ეს კი ენერგიის უეცარ ვარდნას და ტკბილის ჭამის სურვილს იწვევს.

თუ გრძნობთ, რომ დღის განმავლობაში ხშირად გინდებათ შოკოლადი, ნამცხვარი ან გაზიანი სასმელი, შესაძლოა მიზეზი არა მხოლოდ ტკბილეულის სიყვარული, არამედ დაბალცილოვანი კვება იყოს.

კუნთის მასის ნაცვლად ცხიმის მატება

შეიძლება ორი ადამიანი ერთი და იმავე წონის იყოს, მაგრამ მათი სხეულის აგებულება და შეხედულება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. ეს დამოკიდებულია იმაზე, სხეული კუნთოვანი მასით არის აგებული თუ ცხიმით. ცილა კუნთების საშენი მასალაა. როდესაც თქვენ საჭირო რაოდენობის პროტეინს იღებთ, თქვენი კუნთოვანი მასა და შესაბამისად, სხეული შესანიშნავად გამოიყურება. დაბალცილოვანი კვების დროს კი კუნთის მასა იკლებს და მის ნაცვლად ცხიმი გროვდება. ეს კი სხეულის ვიზუალს სულ სხვანაირს ხდის.

  სახლის გენერალური დალაგება და მარტივი ხერხები, რომლებიც დროისა და ენერგიის დაზოგვაში დაგეხმარებათ

მუდმივი დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა

თუ საკმარისად გძინავთ, მაგრამ დილით მაინც დაღლილი იღვიძებთ, მიზეზი შეიძლება სწორედ ცილის დეფიციტი იყოს. ცილის ნაკლებობის დროს, ორგანიზმში ვერ გამომუშავდება საჭირო რაოდენობის ენერგია და ვერც მისი სათანადოდ გამოყენება ხდება. სწორედ ამიტომ ადამიანს უჩნდება ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება, მეხსიერების პრობლემები, კონცენტრაციის სირთულე. ეს ყველაფერი საბოლოოდ მისი ცხოვრების ხარისხზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

მტვრევადი თმა და ფრჩხილები

ცილა, განსაკუთრებით, კერატინი და კოლაგენი თმისა და ფრჩხილების მთავარი შემადგენელი მასალაა. თუ მათ საკმარის რაოდენობას არ იღებთ, თმა ხდება მტვრევადი, უსიცოცხლო, კარგავს ბზინვარებას, ხოლო ფრჩხილები ადვილად ტყდება და იქერცლება. ეს სიმპტომები ხშირად პირველი ვიზუალური ნიშანია, რომ ორგანიზმს მეტი ცილა სჭირდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცილა თითოეული კვების შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. მის მისაღებად სხვადასხვა გზა არსებობს და სასურველია, პროტეინი მრავალფეროვანი პროდუქტებით მიიღოთ. დიდი რაოდენობით ცილაა:

  • ხორცში, რომელიც სასურველია დღის განმავლობაში რომელიმე ერთ კვებაზე მიიღოთ.
  • თევზში, რომელიც ცილის საუკეთესო წყაროა და პარალელურად, მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.