5 ნივთი, რომელიც სარეცხის მანქანაში არასდროს უნდა გარეცხოთ

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

ექსპერტები გვირჩევენ, ეს ნივთები ან ქიმწმენდაში ჩააბაროთ ან ხელით გარეცხოთ:

ბიუსტჰალტერი

ასეთ ნივთთა კატეგორიას მიეკუთვნება ბიუსტჰალტერი. სანამ ამ ნივთის სარეცხის მანქანაში შეგდებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ის რისკები, რაც ამ პროცედურას შეიძლება მოჰყვეს. დავიწყოთ იმით, რომ ბიუსტჰალტერის რკინებმა შესაძლოა დააზიანოს თქვენი სარეცხს მანქანის დოლურას კედლები, ხოლო შესაკრავმა  – სხვა სარეცხი. გარდა ამისა, დიდი შანსია იმისა, რომ ბიუსტჰალტერის შესაკრავი რეცხვის დროს სხვადასხვა რამეს წამოედოს და ამის გამო თავად ბიუსტჰალტერმა ფორმა დაკარგოს. ასე რომ, ეს დელიკატური ნივთი უმჯობესია ხელით გარეცხოთ.

ჰალსტუხი

- Advertisement -
Ad imageAd image

ჰალსტუხი, როგორც   წესი, დელიკატური ქსოვილისგან მზადდება, მანქანაში რეცხვის დროს კი, სწრაფ რეჟიმზეც კი, დიდი შანსია იმისა, რომ თქვენმა ჰალსტუხმა ფორმა დაკარგოს. ეს ის ნივთია, რომელიც აუცილებლად ხელით უნდა გაირეცხოს ან ქიმწმენდაში უნდა დამუშავდეს.

ღილებიანი და ელვაშესაკრავიანი ნივთები

ღილები ან თუნდაც ელვაშესაკრავი ძალიან მარტივად შეიძლება გაიჭედოს დოლურაში და დააზიანოს სხვა ნივთებოც და თავად ნივთიც დაზიანდეს, რა თქმა უნდა, შესაძლოა სარეცხის მანქანასაც კი შეექმნას პრობლემები. ექსპერტები გირჩევენ, ასეთი ნივთების რეცხვის დროს ღილები და ელვა შესაკრავი აუცილებლად შევკრათ.
რაც შეეხება დეკორატიული ელემენტებით გაფორმებულ სამოსს, იქნება ეს ბისერები, თვლები თუ სხვა რამ, ასეთი სამოსი აუცილებლად ხელით უნდა გაირეცხოს.

ბავშვის წინდები
ჩვილი ბავშვის ნივთები და განსაკუთრებით წინდები სარეცხის მანქანაში არ უნდა ირეცხებოდესო, – ამბობენ ექსპერტები. საქმე ის არის, რომ ციცქნა ნივთები ძალიან მარტივად შეიძლება აღმოჩნდეს სარეცხის მანქანის დრენაჟის ხვრელში, რამაც, თავადაც ხვდებით, რომ შესაძლოა მოწყობილობის დაზიანება გამოიწვიოს. თუ ხელით რეცხვის დრო და ნერვები არ გაქვთ, გირჩევთ შეიძინოთ სპეციალური ბადეები, რომელშიც შეიძლება მოთავსდეს მსგავსი ტიპის სარეცხი და ისე გაირეცხოს… ვრცლად..

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). 5 ნივთი, რომელიც სარეცხის მანქანაში არასდროს უნდა გარეცხოთ. 30 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/5-ნივთი-რომელიც-სარეცხის-მ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-19T01:47:39+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi