ორშაბათი, მაისი 12, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსს42 ქალის მკვლელობა აღიარა, მათ შორის, საკუთარი მეუღლის - კენიაში სერიულ მკვლელობაში...

42 ქალის მკვლელობა აღიარა, მათ შორის, საკუთარი მეუღლის – კენიაში სერიულ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს

კენიაში, ნაირობიში სერიულ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 33 წლის მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

პოლიციამ მამაკაცი მას შემდეგ დააკავა, რაც ნაგავსაყრელზე რამდენიმე ქალის ცხედარი აღმოაჩინეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა 42 ქალის მკვლელობა აღიარა, მათ შორის, საკუთარი მეუღლის.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის 9 ქალის ცხედარია ნაპოვნი.

ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას, პოლიციამ მაჩეტე, რეზინის ხელთათმანები და ცელოფნის პარკები ამოიღო, რომლის მსგავსშიც, მათ მიერ ნაპოვნი ცხედრები იყო გახვეული.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  78 წლის ასაკში ამერიკელი კინორეჟისორი დევიდ ლინჩი გარდაიცვალა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი