პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„4 ოქტომბერს ბევრი მოქალაქე გამოვა - ხალხს უფლება აქვს, გამოვიდეს ქუჩაში...

„4 ოქტომბერს ბევრი მოქალაქე გამოვა – ხალხს უფლება აქვს, გამოვიდეს ქუჩაში და შეცვალოს ხელისუფლება, ეს თომას ჯეფერსონმა დაწერა, რაც ირაკლი კობახიძემაც კარგად იცის“-პაატა მანჯგალაძე

არსებობს პრინციპი – თუ დემოკრატიული საშუალებები გადაკეტილია, ხალხს აქვს უფლება, გამოვიდეს ქუჩაში და შეცვალოს ხელისუფლება, ეს თომას ჯეფერსონმა დაწერა, რაც ირაკლი კობახიძემაც კარგად იცის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 4 ოქტომბერს ბევრი მოქალაქე გამოვა, რომელიც არ ეგუება იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ძალაუფლება მიიტაცა.

„4 ოქტომბერს ბევრი მოქალაქე გამოვა, ვინც არ ეგუება იმას, რომ ივანიშვილმა მიიტაცა ძალაუფლება. თუ მეტყვით, რომ არაფერი მიუტაცებია, გეტყვით – ჩამოსული იყო არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი და სამეფო ოჯახის წარმომადგენელი. იქ მთავარი ფიგურა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი თუ საქართველოს მეფე – ბიძინა ივანიშვილი? ვინ შეხვდა შეიხს და სამეფო ოჯახის წარმომადგენელს, მეფე – ბიძინა ივანიშვილი. საქართველოში მეფე არ გვყავს და არ ვაპირებთ, ქართველი ხალხის ნება და ძალაუფლება მიიტაცოს ივანიშვილმა იმისთვის, რომ მერე ჯუანშერმა ფული მოიპაროს. საერთოდ, ხელისუფლების რევოლუციასა და დამხობას თავად ხელისუფლება იწვევს. არსებობს პრინციპი, თუ დემოკრატიული საშუალებები გადაკეტილია, ხალხს აქვს უფლება, გამოვიდეს ქუჩაში და შეცვალოს ხელისუფლება. ეს მე კი არ მომიგონია, თომას ჯეფერსონმა დაწერა და ეს ირაკლი კობახიძემაც იცის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  UNIKO აკადემია: საქართველოს ახალგაზრდები გაეროს საერთაშორისო კონფერენციაზე – მომავლის ლიდერები ნიუ-იორკში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი