სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedყაზახეთის ყოფილმა მინისტრმა ცოლი ცემით მოკლა, იქამდე კი, დასაშანტაჟებლად ინტიმური ვიდეო გადააღებინა...

ყაზახეთის ყოფილმა მინისტრმა ცოლი ცემით მოკლა, იქამდე კი, დასაშანტაჟებლად ინტიმური ვიდეო გადააღებინა – მკვლელობის დეტალები

ყაზახეთში ეროვნული ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კუანდიკ ბიშიმბაევმა რამდენიმე თვის წინ მეუღლე სალტანატ ნუკენოვა მოკლა. თუმცა, რაც უფრო მეტი დრო გადის დანაშაულიდან, გარდაცვლილი ქალის ახლობლები იმედს კარგავენ, რომ დამნაშავე დაისჯება. ოჯახი მის დაპატიმრებას ითხოვს, თუმცა მაღალი რანგის თანამდებობის პირმა ამ საქმიდან თავის დახსნა მოახერხა.

სალტანატ ნუკენოვას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გოგონა ძალიან კარგი, მხიარული და კეთილი ადამიანი იყო. საკუთარი ნიჭით, შრომით, სწავლითა და მონდომებით მიაღწია წარმატებას და დამოუკიდებლად ცხოვრობდა.

სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ დღეს ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, თუმცა, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ. სალტანატი ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა და ქმართან დაშორება უნდოდა. ირკვევა, რომ კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა. როცა ცუდ ხასიათზე იყო, ეუბნებოდა, რომ ტანსაცმელი გაეხადა, იმიტომ, რომ “მან უყიდა“. ამცირებდა და ნახევრად შიშველს სცემდა. იგივე სცენარი განმეორდა საბედისწერო დღეს, რესტორანში.

როგორც ცნობილია, ყოფილი მინისტრი ცოლს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილ ოთახში სცემდა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც გოგონამ გონება დაკარგა და ძირს დაეცა. როცა მამაკაცმა გააცნობიერა, რაც მოხდა, რესტორნის თანამშრომლები დაითხოვა და ძმას დაურეკა. ასევე, მეუღლის ტელეფონს ლოკაცია გამოურთო, რომ ოჯახს მისი მოძებნა ვერ შეძლებოდა.

სასწრაფო დახმარება არ გამოიძახა. მამაკაცები ბჭობდნენ, რა გაეკეთებინათ. სანამ სათვალთვალო კამერებიდან ყველა ვიდეო წაშალეს და შემდეგ გადაწყვიტეს, სასწრაფო დახმარებისათვის დარეკვა, 31 წლის ქალი უკვე გარდაცვლილი იყო…

იმის გამო, რომ ამ ამბავს ყაზახეთში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ხალხი აღშფოთდა, ყოფილი მინისტრი დააპატიმრეს და 2 თვით ციხეში ჩასვეს. როგორც ამბობენ, შემდეგ მან მოსამართლე მოისყიდა და გაათავისუფლეს.

გოგონას ახლობლებმა იცოდნენ, რომ ქმარი მასზე ძალადობდა. თუმცა, ვერაფერს აკეთებდნენ. გარდაცვლილმა ერთხელ ნათესავს ფოტოებიც კი გადაუგზავნა, როგორ იყო ნაცემი. როცა მისმა ქმარმა ამის შესახებ გაიგო, კიდევ უფრო მეტად სცემა და აიძულა, ინტიმური შინაარსის ვიდეო გადაეღო.

  გაეროს გენ ასამბლეაზე ორი ქართველი მთელს მსოფლიოს აჩვენა პროფესიონალუზმი...

“2023 წლის აპრილში, ბიშიმბაევმა, როდესაც შეიტყო, რომ ნუკენოვას ნათესავებს ჰქონდათ ფოტოები, სადაც ძალადობის კვალი აშკარა იყო და ცოლს ამით შეეძლო, მისგან თავი დაეხსნა, შიშველს ვიდეო გადააღებინა, რომ დაეშანტაჟებინა და ვეღარ დაშორებოდა.” – ამბობს პროკურორი.

სალტანატის ახლობლები იმაშიც დარწმუნებულები არიან, რომ ბიშიმბაევი ნარკოტიკულ საშუალებებს იღებდა. შესაბამისად, არც იმ დასკვნას ენდობიან, რომლის თანახმადაც, მამაკაცის ორგანიზმში ნარკოტიკი არ აღმოჩნდა და ალკოჰოლიც მცირე დოზით იყო.

ცნობილია ასევე ისიც, რომ პოლიციამ წაშლილი ვიდეოების აღდგენა მოახერხა, სადაც ჩანს, რომ სალტანატს ქმარი სასტიკად უსწორდება. ყოფილი მინისტრი დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ ეს მის მიმართ აგორებული უსაფუძვლო სკანდალია და რომ ცოლი მას არ მოუკლავს.

როგორც მედიაში წერენ, შემდეგი სასამართლო სხდომა 29 მარტს გაიმართება. გარდაცვლილი გოგონას ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ სამართლის პოვნას ვერ მოახერხებენ.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

მარტი 31, 2025
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი