შაკირა ინტერვიუში ყოფილ ქმართან ურთიერთობის პერიოდს იხსენებს. მომღერალი და ცნობილი ფეხბურთელი პიკე 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ 2022 წლის ზაფხულში დაშორდნენ ერთმანეთს. შაკირას თქმით, ყოფილი ქმრის გამო ბევრ დათმობაზე უწევდა წასვლა.
“დიდი ხნის განმავლობაში ჩემი კარიერა გვერდით მქონდა გადადებული, რათა ჟერარდის გვერდით ვყოფილიყავი და მას ფეხბურთი ეთამაშა. სიყვარულის გამო უამრავი რამ დავთმე”, — აღნიშნავს მომღერალი.
შაკირა და პიკე ერთმანეთს 2010 წელს შეხვდნენ, როცა ფეხბურთელი მსოფლიო თასისთვის კოლუმბიელი ვარსკვლავის სიმღერაზე გადაღებულ კლიპში მონაწილეობდა. მათ ორი საერთო შვილი, 11 წლის მილანი და 9 წლის საშა, ჰყავთ.
შაკირას და პიკეს ურთიერთობის დასრულებას მსოფლიო მედიის გამძაფრებული ყურადღება ერთოდა თან. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მომღერალმა გამოუშვა სიმღერა, რომელშიც ყოფილ პარტნიორს დასცინის. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ წყვილის დაშორების მიზეზი პიკეს მხრიდან ღალატი გახდა.
სიმღერამ, რომელშიც კოლუმბიელი მომღერალი შაკირა თავის ყოფილ პარტნიორს, ფეხბურთელ ჟერარდ პიკეს, დასცინის, იუთუბზე რეკორდი მოხსნა — ვიდეომ პლატფორმაზე ატვირთვიდან 24 საათში 63 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ამით ის იუთუბის ისტორიაში ყველაზე პოპულარული ახალი ლათინოამერიკული სიმღერა გახდა. Spotify-ზე კი გამოსვლიდან 24 საათში შაკირას ახალი სიმღერა 14,4 მილიონმა ადამიანმა მოისმინა.
“22 წლის ასაკის ორი ტიპის ფასი მაქვს, შენ კი ფერარი [რენო] ტვინგოზე გაცვალე, ხოლო როლექსი – Casio-ზე”, – ასეთია შაკირას სიმღერის ტექსტი. ეს კი იმას უკავშირდება, რომ შაკირასთან დაშორების შემდეგ პიკემ ურთიერთობა 23 წლის კლარა ჩიასთან დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები